დღეს, თოვლის ინტენსიური მოსვლის მიუხედავად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებისკენ მიმავალი ძირითადი გზები ჩაკეტილი არ არის. როგორც რადიო NOR-ს დაუდასტურა ნინოწმინდის მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა, მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, გადაადგილება შესაძლებელია.
-“რწმუნებულებისგან არ მაქვს ინფორმაცია გზების სრულად ჩაკეტვაზე. თუმცა, რამდენიმე სოფელში – პატარა ხანჩალში, სპასოვკასა და კატნატუში – გზა შედარებით რთულად გასავლელია. ტექნიკა მუშაობს, და დღის განმავლობაში ამ მონაკვეთებზე მოძრაობა კიდევ უფრო გამარტივდება,“ – აღნიშნა არმენ ბდოიანმა.
ამ დროისთვის, გზებზე თოვლის გასაწმენდად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა სოფლებს შორის გადაადგილება შეუფერხებლად განხორციელდეს.
რადიო NOR-ი საზოგადოებას ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე ოპერატიულად მიაწვდის.
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში;ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,არმენ ბდოიანი.