ნინოწმინდის სოფლებში თოვლის მიუხედავად გადაადგილება არ შეზღუდულა

ნინოწმინდის სოფლებში  თოვლის მიუხედავად გადაადგილება არ შეზღუდულა

დღეს, თოვლის ინტენსიური მოსვლის მიუხედავად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებისკენ მიმავალი ძირითადი გზები ჩაკეტილი არ არის. როგორც რადიო  NOR-ს დაუდასტურა ნინოწმინდის მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა, მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, გადაადგილება შესაძლებელია.

– “რწმუნებულებისგან არ მაქვს ინფორმაცია გზების სრულად ჩაკეტვაზე. თუმცა, რამდენიმე სოფელში – პატარა ხანჩალში, სპასოვკასა და კატნატუში – გზა შედარებით რთულად გასავლელია. ტექნიკა მუშაობს, და დღის განმავლობაში ამ მონაკვეთებზე მოძრაობა კიდევ უფრო გამარტივდება“, – აღნიშნა არმენ ბდოიანმა.

ამ დროისთვის, გზებზე თოვლის გასაწმენდად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა სოფლებს შორის გადაადგილება შეუფერხებლად განხორციელდეს.

რადიო NOR-ი საზოგადოებას ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე ოპერატიულად მიაწვდის.

ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში;ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,არმენ ბდოიანი.