უცხოური გავლენის კანონის სირთულეები და შესაძლო შედეგები

უცხოური გავლენის კანონის სირთულეები და შესაძლო შედეგები

დემოკრატიის კვლევის ცენტრი 2019 წლიდან ფუნქციონირებს და ძირითადად ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო აქტივობებით არის დაკავებული. ამ ორგანიზაციამ უარი განაცხადა აგენტების კანონში რეგისტრაციაზე. მისი იურისტი გიორგი წიქარაშვილი აცხადებს, რომ მათი ორგანიზაცია ასაჩივრებს “რუსულ კანონს” როგორც საკონსტიტუციოში, ასევე სტრასბურგში მოსარჩელეები ვართ – ჩვენ სამართლებრივ გზებს მივყვებით.
მისივე თქმით, 2024 წლის მაისში მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აღარ ითვალისწინებს ტერმინს “უცხოური აგენტი” და იგი შეცვლილია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით.
– “დეფინიცია არის ღრმად პრობლემური. უპირველესად ნებისმიერი დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან იღებს ორგანიზაცია ავტომატურად ემსახურება უცხოური ძალების ინტერესებს. ეს მოსაზრება ვერ უძლებს კრიტიკას. არაკომერციული ორგანიზაციის მიზანი შეიძლება იყოს მაგალითად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლების დაფინანსება ან წყალმომარაგების პრობლემების აღმოფხვრა კონკრეტულ რეგიონში.
კანონპროექტის ინიციატორების და მისი მხარდამჭერების მიერ ვერ მოხდა დასაბუთება თუ რატომ არის აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობა უცხოური ძალის ინტერესების გატარება და არა სახელმწიფოს ინტერესების.
ეს დეფინიცია ემსახურება იმ ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდნენ. გარდა ამისა, აღნიშნული დეფინიციით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების – მაგალითად გაეროს, მიერ დაფინანსებული არაკომერციული ორგანიზაციაც კი. უფრო მეტიც, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დაფუძნებული ნებისმიერი ორგანიზაცია კანონით უცხოურ ძალად მიიჩნევა. შესაბამისად რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე პირდაპირ გავლენას ახდენენ, კანონმდებელმა უცხოურ ძალად შერაცხა.
როდესაც ვსაუბრობთ კანონმდელბლობის აღსრულებაზე უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ფორმალური ელემენტები (კანონმდებლობა და მის საფუძველზე შექმნილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები), არამედ არაფორმალური ელემენტები, როგორიცაა კანონმდებლობის აღსრულება პრაქტიკაში. უკვე მიღებული კანონმდებლობა უსამართლო და არაობიექტურია, როგორც ფორმალური ელემენტების შეფასებისას, ასევე პრაქტიკის მიმოხილვით. არასამთავრობო სექტორის დისკრიმინაციული და სრულიად დაუსაბუთებელი სტიგმატიზაციის გამო პრობლემურია აღნიშნული კანონმდებლობა ვერ მიიჩნევა ვერც სამართლიანად, ვერც სამართლებრივად. სამართლებრიობის ნაწილში ის კოლიზიაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე რიგ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, რომლებზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

რაც შეეხება კანონმდებლობის აღსრულების არაფორმალურ ასპექტებს, მათი პრაქტიკაში გამოვლენა კიდევ საჭიროებს დაკვირვებას, მაგრამ ის ფაქტი რომ კანონმდებლობა ერთპიროვნულად იქნა მიღებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პროტესტის მიუხედავად, რომ დღეის მდგომარეობით სასამართლოს სისტემა სრულიად კონტროლირებადია მმართველი რეჟიმის მიერ და საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუჩერებია აღნიშნული კანონმდებლობის მოქმედება, მიუხედავად ცალკეული მოსამართლეებიც მცდელობისა.
ეს მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი უსამართლო და არაობიექტურია როგორც კანონის შინაარსობრივი მხარე, ასევე მისი აღსრულების ნაწილი.
ეს იქნება დაკავშირებული დაფინანსების შემცირებასთან – დონორების დიდ ნაწილს არ სურს ე.წ. “უცხოური ძალის” იარლიყი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ საუბარია ფიზიკური პირისგან მიღებულ შემოსავალზე. შედეგად მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს რადიკალურად შეუმცირდებათ დაფინანსება.
გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ ამ ორგანიზაციებს სთხოვენ კონფიდენციალური მონაცემების, მათ შორის პირის ჯანმრთელობასთან და სხვა სახის უკიდურესად სენსიტიური მონაცემების გასაჯაროებას. ეს კოლიზიაშია როგორც კანონმდებლობასთან, ასევე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან. შედეგად აღნიშნული ორგანიზაციები ეტაპობრივად იძულებული გახდებიან შეამცირონ ან საერთოდ შეწყვიტონ საქმიანობა.
ის ორგანიზაციები, რომლებიც დარეგისტრირდნენ უფრო მეტი უკანონობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ. მაგალითისთვის, რამდენიმე ორგანიზაციას მოსთხოვეს ინფორმაცია გაემჟღავნებინათ თავიანთი ბენეფიციარების პირადი ინფორმაცია, რაც ექვემდებარება დაცვის უმაღლეს დონეს. დარწმუნებული ვარ, შეუგნებლად, მაგრამ მაინც მოხდა ისე, რომ ეს გასაჯაროვებული არის.
ერთ-ერთ ორგანიზაციას მოსთხოვეს გაესაჯაროვებინათ იმ ებრაელი ბავშვების ვინაობა, რომელიც იღებს სტიპენდიას საქართველოში განათლების მისაღებად. მოგეხსენებათ რა სავალალო შედეგები შეიძლება მოყვეს ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროებას რაც უკიდურესად არის დაცული სხვა ქვეყნებში, რომ აღარაფერი ვთქვათ აღარაფერი იმ სექსუალური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული.

ასევე, ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე დაკავშირებული ინფორმაცია, რომელსაც არასამთავრობო სექტორი მოწყვლად ჯგუფებს უწევდა. ეს არის თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი სახე რაც ამ ქვეყანაში ოდესმე არსებობდა.
კანონმდებლობის ეტაპების ამოქმედების ეტაპებს რაც შეეხება, ველოდებით რომ არ შემოიფარგლება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებით და მაუწყებლობებით, როგორც ეს კანონში არის აღწერილი.
ეს თანდათან გავრცელდება ბიზნესებზე, კერძო პირებზე და ყველა იმ ადამიანზე რომელიც დამოკიდებული არ არის სახელმწიფოზე.
კანონის მიზანია სახელმწიფოს მიაბას ყველა ადამიანი და შეწყვიტოს დამოუკიდებელი აზრი ქვეყანაში. თუ რაიმე ტიპის დამოუკიდებელი შემოსავალი გაქვს, შესაბამისად აღარხარ სახელმწიფოზე მიბმული და დამოკიდებული.
თუ სახელმწიფო შემოსავალზე ხარ დამოკიდებული მაშინ სამჯერ დაფიქრდები სანამ სახელმწიფოს წინააღმდეგ რამეს განაცხადებ. კანონმდებლობის მიზანიც ეს მიმაჩნია, რომ უბრალოდ გამოირიცხოს საპირისპირო აზრი ქვეყანაში”.

Radio NOR · უცხოური გავლენის კანონის სირთულეები და შესაძლო შედეგები