საბა გუჩუა ილიას სახელმწიფო უნივერსტიტეტში სწავლობდა, პირველი კურსის დამთავრების შემდეგ გერმანიაში გაემგზავრა და ამჟამად სოციალურ პედაგოგიკაზე სწავლობს.იგი ამასთანავე მუშაობს დაწყებით სკოლაში აღმზრდელ პედაგოგად. სკოლის პერიოდში ზუგდიდის ახალგაზრდულ ცენტრში ასოციაცია ათინათში იყო აქტიური მონაწილე. ცენტრს, ევროკავშირის USAID აფინანსებდა. საბა ამბობს, რომ ცენტრში საკმაო გამოცდილება მიიღო, რომელიც ევროპაშიც გამოადგა პროფესიული კუთხით და არამარტო სოციალური არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
– “ათინათში დაიწყო ჩემი აქტივიზმი და მოქალაქეობრივი ვალდებულების გააზრება. ათინათსაც დაემუქრა აგენტების კანონი, რადგან მათი მთავარი დამფინანსებელი ევროკავშირი იყო. რა თქმა უნდა ამის გააზრება რთულა, რადგან ადგილი რომელსაც ბავშვობას ვუკავშირებ, ახლა უნდა ეწოდოს “უცხო აგენტის” სახელი.
შესაბამისად ათინათმა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჩემს თანატოლებს მოგვცა შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ ევროპას და მიეღოთ ის შესაძლებლობა რაზეც დგას განვითარებული სახელმწიფო და განვითარებული ქვეყნები. ათინათმა მოგვცა შესაძლებლობა განვითარებულიყავით და შეგვეცვალა აწმყო უკეთესობისაკენ.
ცენტრში ყოფნის დროს, ჩვენ ხშირად ვატარებდით ტრენინგებს აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვრისპირა სოფლებში, რომლებშიც იყო პრობლემები – ევროკავშირის ბაზური პრინციპები, გენდერული თანასწორობა, ეკოლოგიური პრომლემები, ადამიანების უფლებები და ასე შემდეგ.
ჩემი თანატოლები, ცენტრიდან დავდიოდით სოფლებში და ვატარებდით ტრენინგებს, ვორქშოპებს, შეხვედრებს თუ როგორ შეგვიძლია ვიყოთ უკეთესი და აქტიური მოქალაქეები, იმისთვის, რომ ჩვენი საქართველო შევცვალოთ უკეთესობისკენ და არამარტო. მათთვის ბევრად მნიშვნელოვანი იყო ეს ცოდნა და ინფორმაცია – მათ უწევდათ იმ დე-ფაქტი საზღვრების ყურება, რომლის მიღმაც ერთგვარად მიუწვდომელია საქართველოა.
როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ვატარებდი შეხვედრებს, ევროკავშირსა და ევროპის შესახებ, თუ რა მოგვცა ევროკავშირმა და რისთვის გვჭირდება ჩვენ ევროკავშირი, რატომ უნდა ვიყოთ მისი წევრი ქვეყანა.
რა თქმა უნდა გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებოდით ისეთი ადამიანების მხრიდან, რომლებმაც არ იცოდნენ ევროკავშირის შესახებ და სტერეოტიპებით იყვნენ განწყობილები. ჩვენი მიზანი სწორად მათთან საუბარი და ინფორმაციის მიტანა არის. ეს ყველაფერი იმისთვის, რათა მათ შეძლებოდათ დეზინფორმაციის გარჩევა, რომლებსაც სახელმწიფო და ის ადამიანები აწვდიდნენ, რომელთა მიზანიც საქართველოს ევროატლანტიკური გზისკენ სწრაფვის დისტრუქცია.
რა თქმა უნდა გამჭირვალეობის კანონმა საფრთხე შეუქმნა ახალგაზრდების განვითარებას საქართველოს მასშტაბით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც პატარა ერისთვის. ეს გვჭირდება გადარჩენისთვის, გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება დიდი მოკავშირეები.
პრობლემიდან გამოსავალია ინფორმაციული ბრძოლა, უნდა განვაგრძოთ ინფორმაციების, ფაქტების გადამოწმება… იმის თქმა, თუ რა არის ევროპა და ევროკავშირი და რას ნიშნავს ის აგენტების კანონი, რომელიც პირდაპირ რუსეთმა შემოგვიგდო და სცადა ჩვენი გაკონტროლება, ჩვენივე სახელმწიფოს დახმარებით.
მხარს ვუჭერ და ვუერთდები დემონსტრაციებს. ამჟამად ბერლინშიც ვაწყობთ შეხვედრებს. ორგანიზაცია “გზა” აწყობს შეხვედრებს, რომლის მიზანია ქართველ ხალხს დაანახოს მხარდაჭერა, რომ მათ გვერდით ვდგავართ, ვეხმარებით ფინანსურად.
ვაქტიურობთ სოციალურ ქსელებში, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ ქართველ ხალხს, რომლებიც მხარს უჭერენ ამ არალეგიტიმურ მთავრობას და ასევე, მივაწოდოთ ხმა ევროკავშირს და ევროპას. მათ უნდა დასანქცირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
დღევანდელი სიტუაცია ქვეყანაში ტრაგიკულია და რთულად სანახავია. ჩვენთვის ორმაგად მძიმეა სიტუაცია, რადგან შორიდან გვიწევს ყურება, თუ როგორ ებრძვიან ჩვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს და საყვარელ ადამიანებს.
ეს ყველაფერი იმის გამო, რომ მათ უნდათ განვითარება, ევროკავშირი და არა რუსეთი და საბჭოური წყობა. ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის რომ ხმა მივაწოდოთ ქართველობას და თანადგომა გამოვუცხადოთ, ფინანსურად თუ მატერიალურად.
ხმა მივაწვდინოთ არაქართველ [:)] მეგობრებს, რომლებიც გვერდით გვიდგანან მთელი აქციების განმავლობაში, მხარს გვიჭერენ და ებრძვიან რუსეთს.
ქართველები, ვინც ბერლინში ვართ, არ ვკარგავთ კავშირს საქართველოსთან. გვაქვს რეგულარული საპროტესტო აქციები, დემონსტრაციები და მსვლელობები.
შევხვდით სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სანამ არ მივაღწევთ მიზანს”.