ელისაბედ ხუტაშვილი, ბერლინის თავისუფალი უნივერსტიტეტის სტუდენტია. ის კინომცოდნეობაზე და ჟურნალისტიკურ პუბლიცისტიკაზე სწავლობს. მას ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჰქონია შეხება. ელისაბედი ამბობს რომ წინა თაობებს არჰქონდათ საშუალება მიიღონ ევროპული დაფინანსებება და დახმარება, მაგრამ ის იმ თაობას ეკუთვნის რომელსაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა.
“გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი და სკოლის პერიოდში აქტიურად იყო გაცვლითი პროგრამები,სადაც ჩემმა ბევრმა მეგობარმა და ნაცნობმა მიიღო მონაწილეობა. გვქონდა ასევე, გერმანიისგან დაფინანსებული ბანაკები სადაც აქტიური მონაწილეები ვიყავით. ეს იყო დებატების ბანაკი სადაც გერმანული ენის გაღრმავების შესაძლებლობა გვეძლეოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ გვქონდა შესაძლებლობა, რომ DAAD-ს დაფინანსებით, გერმანიაში გაგვეგრძელებინა სწავლა.
მოგვიანებით იყო პროგრამა “ERASMUS+”, რომლის შესაძლებლობითაც ახალგაზრდებს შეეძლოთ წასულიყვნენ ევროპაში და მიეღოთ გამოცდილება. ეს გამოცდილება, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ამაზე ყველა ვთანხმდებით. ნებისმიერ ახალგაზრდას მიეცათ შესაძლებლობა, რომ წასულიყვნენ ევროპის რომელიმე ქალაქში გაეცნოთ მათი კულტურა, მიეღოთ გარკვეული ცოდნა და ეს ცოდნა საქართველოში გამოეყენებინათ. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, “გოეთეს ინსტიტუტი” (“Goethe Institut”), რომლსაც ძალიან ბევრი ვორქშოპი და პროგრამა ქონდა, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ მე ეხლა გერმანიაში ვსწავლობ”, – ამბობს ელისაბედი.
მისი თქმით, თუ საქართველო ევროპული გეზს დაკარგავს და რუსეთისკენ წავა, ახალგაზრდებს ჩამოერთმევა ყველა ის პრივილეგიარა აქამდე ჰქონდათ, თუნდაც “გოეთეს ინსტიტუტის” სახით. ელისაბედი აღნიშნავს რომ გამჭირვალეობის კანონი,იგივე რუსული კანონი, ახალგაზრდების მომავალს საფრთხეს უქმნის.
“ამ კანონს მე არ ვუწოდებდი გამჭირვალეობის კანონს ,ეს არის რუსული კანონი ვინაიდან ეს არარის მხოლოდ ის რომ გადაამოწმონ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია საიდან ფინანსდება. ჩვენს მთავრობას სურს, რომ ინფორმაცია მიიღოს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით იმ ქალებზე რომლებსაც ეს არასამტავრობო ორგანიზაციები ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდნენ. აქ საუბარი არარის მხოლოდ იმაზე,რომ ფსიქოლოგიური მომსახურება აღარ იქნება სამომავლოდ, არამედ ბენეფიციარების ვინაობაც დგება საფრთხის ქვეშ.
ელისაბედი 204-წლის გაზაფხულზე, როდესაც რუსული კანონი მიიღეს, საქართველოში ჩამოვიდა რათა ახალგაზრდების გვერდით ყოფილიყო.
“ამ არჩევნების მერე, ვიცოდი, რომ ჩემი ქართველი ბავშვები არდანებდებოდნენ არალეგიტინურ რუსულ მთავრობას. და აუცილებლად გამოვიდოდნენ ქუჩებში და ამ ყველაფერს გააპროტესტებდნენ”, – ამბობს ის.
ელისაბედი ვერც ამჯერად დარჩა გულგრილი, გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა და შემოუერთდა საპროტესტო აქციებს.
“რასაც აქ ვხედავ არის ის, რომ ამ ბავშვებს უნდათ ევროპული მომავალი და მათ არუნდათ რუსეთი. ყოველდღიურად ძალიან ბევრი ხალხი გამოდის პარლამენტის წინ და აქაურობა არის გადაჭედილი. ყოველდღე ვუყურებ გულანთებულ ბავშვებს, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ევროპული და მშვიდობიანი მომავლისთვის”, – აღნიშნავს ელისაბედი.
მისი თქმით, გერმანიაშიც აინტერებთ საქართველოში არსებული სიტუაცია.
“რეალურად მთელი ევროპა გვიდას გვერში და ერთადერთი გამოსავალი ბოლომდე ბრძოლაა. არალეგიტიმურ მთავრობას არუნდავაპატიოთ, ეს ყველაფერი რაც ეხლა ხდება. ჩვენმა მთავრობამ, ყველა საზღვარი გადაკვეთა რაც კი აქამდე არსებობდა. ერთადერთი რაც დაგვრჩენია, ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებისთვის”, – აცხადებს ელისაბედი.
აღნიშნავს რომ, ბერლინიდან სანამ ჩამოვიდოდა არქონდა მოლოდინი, რომასეთი მძაფრი სიუაცია დახვდებოდა.
როდესაც ჩამოვედი, ავღშფოთდი. ჩვენივე მთავრობა გვკვლავს, ჩემი ბევრი მეგობარი ნაცემია და დაჭერილია. ე.წ ტიტუშკები რომლებიც ამჟამად გამოიყვანეს, შავნიღაბს ამოფარებულები, იმალებიან და უსაფრთებიან ბავშვებს შემდეგ კი ფიზიკურად უსწორდებიან. ამის მიუხედავად, ამ დღეებში ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ჩვენს ქართველ ხალხს შიში ვერ გატეხავს და ბოლომდე იბრძოლებს თავისუფლებისთვის”, – აღნიშნავს ელისაბედი.