საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, რადგან ისინი ჩვეულებრივი ხალხის ხმა არიან და ის პრობლემები, რომლებიც ჩვეულებრივი მოსახლეობა აწყვდება ცხოვრების სხვადასხვა დროს და თავის საარსებო წყაროს ოფლითა და სისხლით შოულობენ. როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა, ეს ორგანიზაციები ეხმარებიან მათ, აწვდიან ინფორმაციას, იცავენ მათ უფლებებს, იკვლევენ მათ პრობლემებს და მიაქვთ ეს პრობლემები შესაბამის ორგანოებში, თვლის ფსიქოლოგ გოარ აჯოიანი.
– “არასამთავრობო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი სამუშაო გაწიეს საქართველოს მასშტაბით და ამაში მათ ეხმარებოდნენ ევროპული და ამერიკული ორგანიზაციები: ისინი აფინანსებდნენ, ხელმძღვანელობდნენ, უწევდნენ კონსულტაციას, ცვლიდნენ გამოცდილებას. ყველა ამ უნარ-ჩვევის მიღების შემდეგ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ მათ საქართველოში დანერგვას.
ისინი ცდილობდნენ დახმარებოდნენ ახალგაზრდებს და ქალებს, რათა მათ იცოდნენ თავიანთი უფლებები, რათა თუ ისინი დაექვემდებარათ ძალადობას, იცოდნენ ვის და როგორ უნდა დაუკავშირდნენ. ჩვენ დავეხმარეთ სოფლის მოსახლეობას, ფერმერებს და დავეხმარეთ მათ სხვადასხვა, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წამოწყებაში.
ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ თავისუფლად მუშაობას საქართველოში. და, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ამან ძალიან ცუდად იმოქმედა მათზე. უპირველეს ყოვლისა, ისინი შოკში იყვნენ და ასევე გაურკვევლობაში. ვეღარ წარმოედგინათ, როგორ გაგრძელდებოდა მათი საქმე, როგორ უნდა ემუშავათ ამ ყველაფრის შემდეგ. შემდეგ დადგა მომენტი, როდესაც ისინი ფიქრობდნენ: კარგი, ეს ყველაფერი რეალობაა, რა უნდა გავაკეთოთ? მათ გაიარეს კონსულტაცია ადვოკატებთან”, – ამბობს ის.
არჩევნები
გოჰარის თქმით, ქართულმა ოცნებამ მიზანს მიაღწია და ეს კანონი საბოლოოდ მიიღეს.
– “არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა ხერხით და საბოლოოდ გაყალბებით მოიგო. ამის შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციები იმედგაცრუებულნი არიან და საკუთარ მომავალს საქართველოში ვერ ხედავენ, მაგრამ ისინი კვლავ აგრძელებენ ბრძოლას. რა თქმა უნდა, არა ისეთივე იმედითა და შთაგონებით, როგორც ადრე.
საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არ აცნობიერებს ყველაფერს, რაც დღეს ხდება პოლიტიკურ ასპარეზზე და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მათ მომავალში, მათთვის არცერთ ამას არ აქვს მნიშვნელობა და არც ფსიქოლოგიურად მოქმედებს. ხალხი მთლიანად დაკავებულია საკუთარი ყოველდღიური პრობლემებით და არ ფიქრობს, რომ ეს ყოფითი და არაყოველდღიური პრობლემები პოლიტიკასა და ქვეყნის ხელმძღვანელობას უკავშირდება. ქვეყნის ხელმძღვანელობას, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ეს პრობლემები გააორმაგოდ. სამწუხაროდ, ხალხი დღევანდელი დღით ცხოვრობს”, – ამბობს ის.
გოარ აღჯოიანის თქმით, საქართველოს მოსახლეობა სიტუაციის აღქმის მიხედვით იყოფა რამდენიმე კატეგორიად.
– “ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც არ არიან ინფორმირებულები და არც აქვთ ინფორმირების სურვილი. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი კარგია, მთავარია მშვიდობა იყოს და რა ფასად შეიძლება ამ მშვიდობის მიღწევა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ბევრი არც კი ფიქრდება.
ის ნაწილი, რომელიც მომავალზე ფიქრობს, 26-ის შემდეგ სრულიად იმედგაცრუებული და დეპრესიულია. იმიტომ რომ რაღაც ნაბიჯების გადადგმა უნდათ, მაგრამ ზუსტად არ იციან რისი კონკრეტულად. არიან ადამიანები, რომლებიც ფსიქოლოგიურად მიეჩვივნენ ამ ყველაფერს და ფიქრობენ: როგორც სხვები, მეც იგივეს ვიტყვი და გავაკეთებ.
ეს ყველაფერი სოციალურ ფსიქოლოგიას, ჯგუფურ ფსიქოლოგიას უკავშირდება.
ადამიანების აზროვნება რეალურად დაკნინებულია და მთელი ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმით, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ჯაჭვი ურთიერთდაკავშირებულია. თუ გინდა ერთი კანონისგან თავის დაღწევა, აპროტესტებ, მაინც იღებენ ამ კანონს და შენ თვლი, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს.აქედან გამომდინარე, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქვეყნიდან წასვლას გეგმავს”, – ამბობს იგი.