რუსული კანონის წინააღმდეგ: შოთა გელაშვილის ბრძოლა ახალგაზრდების მომავალისთვის

რუსული კანონის წინააღმდეგ: შოთა გელაშვილის ბრძოლა ახალგაზრდების მომავალისთვის

Автор Рима Марангозян.
შოთა გელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და აქტიური სამოქალაქო აქტივისტი, თავის გამოცდილებასა და შეხედულებებს გვიზიარებს რუსული კანონის შესახებ, რომელიც უქმნის საფრთხეს საქართველოს ევროპულ კურსს და ბარიერია ახალგაზრდებს განვითარების გზაზე.
– “ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი კავშირი მქონდეს ევროპასთან, აშშ-თან და განვითარებულ სახელმწიფოებთან”, – ამბობს შოთა გელაშვილი, რომელიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ხორვატიაში სწავლობდა და ლატუაში ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისე იყო. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, “რუსული კანონი” ამ კავშირებს აშკარად ზღუდავს.
შოთა მკაფიოდ გამოხატავს თავის პროტესტს და ამბობს, რომ კანონის არამარტო შინაარსი, არამედ მისი აღსრულების მექანიზმებიც არაკონკრეტული და ბუნდოვანია.
– “კანონი, რომელსაც თითქოს გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა უნდა, სინამდვილეში არა კონკრეტულ პრორუსულ ან პროტერორისტულ ჯგუფებზე, არამედ ყველას, ვინც კი უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს, ავრცელებს გავლენას”.
“აგენტი იმიტომ ვარ, რომ საქართველოზე ვსაუბრობ?”
შოთასთვის მიუღებელია, რომ მისი საქმიანობა, ანუ საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია უცხოეთში, შესაძლოა “უცხოელი აგენტის” სტატუსით შეფასდეს.
– “ბევრი გრანტი მაქვს მიღებული ევროპიდან, საქართველოს კულტურაზე ვსაუბრობდი და ახლა ამის გამო აგენტი უნდა ვიყო?”, – სვამს ის კითხვას.
გელაშვილის აზრით, ეს კანონი არა მხოლოდ აზიანებს არასამთავრობო სექტორს, არამედ საფრთხეს უქმნის ახალგაზრდების მომავალსაც.
– “ევროკავშირის ქვეყნებისგან ყველაზე მეტ სარგებელს ჩვენ, ახალგაზრდები, მივიღებდით. ახლა კი, ეს კანონი ტვინის გადინების მიზეზი გახდება”, – აღნიშნავს ის.
ევროპული მომავლისკენ, რუსული ჩრდილების გარეშე
შოთა გელაშვილი და მისი გარემოცვა გაჩუმებას არ აპირებს. მათი მიზანია საქართველოს ევროპულ გზაზე დარჩენა და სამოქალაქო უფლებების დაცვა.
– “ძალიან მიყვარს საქართველო და იძულებული გავხდები, დავტოვო ჩემი ქვეყანა, თუ ეს ასე გაგრძელდა. ეს არ მსურს, საქართველო უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი”, – ამბობს ის.
“რუსული კანონის” მიღება არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორს, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებას საფრთხეს უქმნის. გელაშვილისთვის ეს მხოლოდ პირადი თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის.