თოვლის მიუხედავად, ”ნინოწმინდის სოფლებში” მოძრაობა შეუფერხებელია.

თოვლის მიუხედავად, ”ნინოწმინდის სოფლებში” მოძრაობა შეუფერხებელია.

დღეს, თოვლის ინტენსიური მოსვლის მიუხედავად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებისკენ მიმავალი ძირითადი გზები ჩაკეტილი არ არის. როგორც რადიო  NOR-ს დაუდასტურა ნინოწმინდის მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა, მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, გადაადგილება არ შეზღუდულა.

-”დღეს ჟდანოვის მიმართულებით გზა გაიწმინდა, ასევე გაიწმინდა დიდი გონდურის თემი, მამზარა, ყულალისი, პატარა და დიდი გონდურა. ყაურმიდან და ეშტიიდან თორიის მიმართულებით გზა გავლადია, თუმცა ტექნიკა მაინც  შევა გზის გასაფართოვებლად. ამ დროისთვის ჩაკეტილია მხოლოდ ორი სოფელი: ტამბოვკა და ვლადიმიროვკა. ამ სოფლებში გზის გახსნა ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ცენტრალური გზა დაკეტილია. ამის შესახებ არმენ ბდოიანმა განაცხადა.

შეგახსენებთ რომ,უამინდობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ამავე საავტომობილო გზის კმ111-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში;ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,არმენ ბდოიანი.

Radio NOR · თოვლის მიუხედავად, ნინოწმინდის სოფლებში მოძრაობა შეუფერხებელია