დღეს, 20 იანვარს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მუშაობა განახლდა.
შევეცადეთ გაგვერკვია, იქნება თუ არა მუნიციპალიტეტში ვირუსული დაავადებების გავრცელების გამო საბავშვო ბაღებში ცვლილებები. სატელეფონო საუბარი გვქონდა ნინოწმინდის გაერთიანებული საბავშვო ბაღების დირექტორთან ამალია მგდესიანთან.
ამალია მგდესიანის ინფორმაციით, ახლა ყველა საბავშვო ბაღმა განაახლა მუშაობა. -“ამ ეტაპზე, ცვლილებები არ არის, საბავშვო ბაღები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. ჩვენ ყველა სიფრთხილით ვმუშაობთ, ავადმყოფ ბავშვებს სახლში ვგზავნით ისე, რომ მათ სხვები არ დააინფიცირონ და მშობლებსაც ვუკავშირდებით, რათა მათ ავადმყოფი ბავშვები საბავშვო ბაღში არ გამოგზავნონ. ასე დავიწყეთ ჩვენი მუშაობა და დრო გვიჩვენებს, რა მოხდება შემდეგ”, – თქვა ამალია მგდესიანმა.
აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღია. აქედან 2 ქალაქ ნინოწმინდაშია, დანარჩენი კი სხვადასხვა სოფელში.