ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2025 წლის სოციალური დახმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად მრავალმხრივ ინიციატივებს. პროგრამის მიზანია სოციალურ და ჯანმრთელობის საჭიროებებზე დროული რეაგირება, რაც მოიცავს როგორც მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას, ასევე განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებების მქონე მოსახლეობის ხელშეწყობას.
სოციალური დახმარება გათვალისწინებულია მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და უსახლკარო ოჯახებისთვის, ასევე წარჩინებული და მარჩენალდაკარგული სტუდენტებისთვის. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.
ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი, მათთვის ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, 2024 წელს დაბადებულ ყოველ ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, დაბადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მომართვისას, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების სოციალური დახმარება,ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შშმ პირები სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების გაწევის მიზნით გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ წარჩინებულ სტუდენტებს(გარდა მოსამზადებელი და სამაგისტრო კურსებისა), რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით (შეფასების სისტემა – ფრიადი: 91-100), სასწავლო წლის ბოლოს მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თუ სასწავლო წლის განმავლობაში დაგროვებული ქულების საშუალო მაჩვენებელი ჯამურად შეადგენს 91-დან 100-მდე.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალწევრიან (7 და მეტი) ოჯახის თითო წევრს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
უფრო ვრცლად სოციალური დახმარების პაკეტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6345829