ცნობილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი

ცნობილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი

2025 წლისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ დაამტკიცა, რომლის საერთო მოცულობა 20,320.000 ლარია. ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით განისაზღვრა, რაც მოიცავს სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, განათლების ხელშეწყობას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების სტიმულირებას.

ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის 8,616.900  ლარი განისაზღვრა.

დასუფთავების და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის  625.000  ლარი.

განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის  2,650.000  ლარი.

კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის 1,616.900  ლარი.

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის 1,570.700  ლარი.

2025 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ვებ.გვერდზე matsne.gov.ge

შეგახსენებთ, რომ დამტკიცებული  წლის ბიუჯეტი ამოქმედდა  2025 წლის 1 იანვრიდან.