სოფელი თორია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ—ერთი ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელია, რომელიც მდებარეობს ნინოწმინდიდან ჩრდილოეთით 12 კმ-ში, აბულის მთის დასავლეთ მხარეს. თორია სამივე მხრიდან მთებითაა გარშემორტყმული, სოფელი კი ერთ-ერთი მათის ფერდობზე მდებარეობს.
ნინოწმინდის არაერთი სოფლის მსგავსად, თორიასაც არაერთი პრობლემა აქვს, რაც ხელს უშლის სოფლის განვითარებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
არაეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, სარწყავი წყლის ნაკლებობა, კულტურული ცხოვრების ნაკლებობა, საბავშვო ბაღის არარსებობა, სოციალური ჯგუფის საქმიანობის ნაკლებობა, ახალგაზრდების უმუშევრობა, კანალიზაციის არარსებობა და პრობლემები სოფლის მეურნეობაში. ეს ყველაფერი ართულებს სოფლის მოსახლეობის ცხოვრებას.
რადიო Nor-ის ჟურნალისტებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაატარეს, რომელსაც 10 ადამიანი ესწრებოდა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ქალებიც და მამაკაცებიც არაერთ პრობლემას აწყდებიან.
სოფელში კანალიზაციის არასებობა სერიოზული პრობლემაა, რომელიც ართულებს ქალების ცხოვრებას. “დღეს, სოფლში ყველა ოჯახს აქვს აბაზანა და წყალი რათა ქალების ცხოვრება სოფლად ცოტა მაინც შეამსუბუქონ , მაგრამ სოფელს არააქვს ცენტრალური კანალიზაციის სისტემა, რაც ზიანს აყენებს სოფლის ეკოლოგიას. ჩვენ სახლში ჩვენით გავაკეთეთ კანალიზაცია,ამოვთხარეთ ორმო და ბინძურ წყალს შიგ ვუშვებთ,მაგრამ რა ქნას იმ ოჯახმა რომელსაც საკუთარ ტერიტორიაზე ადგილი არ აქვს?მათ საეღთოთ არ აქვთ იმის შესაძლებლობა,რომ აბაზანა ჰქონდეთ სახლში. ეს თავის მხრივ, ზრდის და ამძიმებს სოფელში ქალების ცხოვრებას. რა უნდა გააკეთოს სოფლის მცხოვრებმა ამ შემთხვევაში? სოფლისთვის მინიმუმ საკანალიზაციო სისტემა უნდა აშენდეს, ნაწილობრივ მაინც სოფლის მოსახლეობის ხარჯზე, ნაწილობრივ სახელმწიფოს ხარჯზე.”
ჩვენთან საუბრისას ეღთ-ერთმა სოფლის მაცხოვრებელმა დაამატა,რომ “სოფელში არ არსებობს არც ერთი კულტურული ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურის განვითარებას არ გვაქვს ხელოვნების ჯგუფი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნება მთლიანად მკვდარია ჩვენს სოფელში, მაშინაც კი, თუ სკოლაში ადრე მცირე ღონისძიებები იყო ორგანიზებული, ახლა ესეც გაქრა. როდესაც 2006 წელს სოფლის კლუბი დაიხურა, ყველაფერი ავარიულ მდგომარეობაში მოექცა. სოფლის პრობლემებით არავინ დაინტერესებულა. ჩვენ გვყავს სოფლის ადმინისტრაცია და მერია, რომელსაც თავის მხრივ აქვს სამხატვრო განყოფილება, რომელსაც არ აინტერესებს არის თუ არა ხელოვნების რაიმე დარგი სოფელში და რა მდგომარეობაშია იგი. “ჩვენ გვყავს კარგი ვოკალური უნარების მქონე ბავშვები, ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ სიმღერა , რომლებიც თანდათან იმედგაცრუებულები ხდებიან და ვერ ახერხებენ წინსვლას ხელოვნების ნაკლებობის გამო”, – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა და იქვე შესთავაზა ერთ-ერთ ახალგაზრდას მოაწყოს ღონისძიება და გაააქტიუროს კულტურა და ხელოვნება სოფელში, რასაც შემდგომ მუდმივი სახე მიეცემა.
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა სოფელ თორიაში არის საბავშვო ბაღის არარსებობა, რაც გავლენას ახდენს ადგილობრივი ბავშვების განვითარებაზე. “საბავშვო ბაღის არარსებობის გამო, მეზობელ სოფელში დაახლოებით 30 ბავშვი უნდა წავიყვანოთ, რაც ასევე პრობლემაა ჩვენთვის, მშობლებისთვის, რადგან ბავშვებს საბავშვო ბაღში საკუთარი ხარჯებით ვატარებთ.”
მოსახლეობას სურს, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.მათ ასევე აქვთ შემოთავაზება , რომ სოფლის სკოლას აქვს თავისუფალი ოთახი ცალკე შესასვლელით, სადაც შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღის გახსნა.
შეკრებილებმა ასევე ისაუბრეს სოფელში ახალგაზრდებისა და მოზარდების დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობაზე, ასევე სოფლის მეურნეობის შემცირებაზე. სოფელში არ არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს და მოხუცებს თავისუფალი დროის გატარება შეუძლიათ.
“ყოველ შემთხვევაში, მათ უნდა გამოყონ ან ააშენონ ადგილი, სადაც ზამთარში თავისუფალ დროს სოფლის მოსახლეობა რამით მაინც დაკავდება. კერძო პირმა სოფლის ცენტრში პატარა სახლი ააშენა, სადაც მოსახლეობა თავისუფალ დროს იკრიბება. ამის გარდა არაფერი არგვაქვს სოფელში”
მეორეს მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ქალებიც და მამაკაცებიც, მათ შორის ახალგაზრდებიც, სოფლად მეცხოველეობითა და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი, სოფლის მეურნეობა კლებულობს: არც რძეს აქვს ფასი და არც კარტოფილს.
მოსახლეობამ საკუთარი სოფლის პრობლემებზე ბევრჯერ ისაუბრა, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად აღნიშნავენ, ყველაფრით იმედგაცრუებულები არიან.