„ნაგვის ურნების გამოყენების წესების დაცვა აუცილებელია“

„ნაგვის ურნების გამოყენების წესების დაცვა აუცილებელია“

ნაგვის ურნები განკუთვნილია მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის. თუმცა,  მაცხოვრებლებს ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია მათი გამოყენების წესების შესახებ. ხშირად ნაგვის ურნებში გვხვდება სამშენებლო ნარჩენები, ნაკელი და კარტოფილის ნარჩენები, რაც დაუშვებელია. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიცვას წესები და ნაგვის ურნებში მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენები განათავსოს.

ნინოწმინდაში, პუშკინისა და გოგოლის ქუჩებზე, კვლავ დავინახეთ მსგავსი სურათი – ნაგვის ურნებში ჩაყრილი კარტოფილის ნარჩენები, ხოლო სამშენებლო ნამსხვრევებით სავსე ტომრები ურნების გვერდით დაგროვებული. ადგილობრივების თქმით, ეს ტომრები ერთ ადგილზე დიდი ხანია აწყვია.

რადიო NOR-თან ინტერვიუში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსმა, ანდრანიკ ბდოიანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ნაგვის ურნები მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვისაა განკუთვნილი. მისი თქმით, ნინოწმინდაში სპეციალური ურნები სამშენებლო ნარჩენებისთვის არ არსებობს, ხოლო როდესაც ნაგვის ურნები მძიმე ტვირთით ივსება, მუნიციპალიტეტის სამსახურის ავტომობილებს მათი დატვირთვა უჭირთ.
აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ არა მხოლოდ ნაგვის ურნები ივსება სამშენებლო ნამსხვრევებით და ნაკელით, არამედ ნაგვის ურნის გარშემო ტერიტორაც საკმაოდ დაბინძურებული ეს იწვევს უსიამოვნო სუნს და ანტისანიტარიას.