31 იანვარს რადიო NOR-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის მერიის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტები დახმარებას 500 ლარის ოდენობით მიიღებენ.
რადიო Nor-ში მოსახლეობის მხრიდან დაისვა კითხვა, ეხება თუ არა აღნიშნული პროგრამა სომხეთის უნივერსიტეტებში სწავლულ სტუდენტებს. კერძოდ, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა კომენტარების განყოფილებაში დაწერა: „ეს დახმარება ეხება ერევანში სწავლულ სტუდენტებს?“
ამ საკითხთან დაკავშირებით ნინოწმინდის მერიის სოციალურ სამსახურს დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია, არის თუ არა დახმარება ერთჯერადი და ეხება თუ არა ის სომხეთის რესპუბლიკაში სწავლულ სტუდენტებს და იქნება თუ არა დახმარების პროგრამა მუდმივი.
მათ გვიპასუხეს, რომ დახმარება ერთჯერადია და ვრცელდება მხოლოდ საქართველოში მყოფ სტუდენტებზე. პროგრამაში არ შედიან სტუდენტები, რომლებიც მოსამზადებელ კურსსა და მაგისტრატურაზე კარგად სწავლობენ და უცნობია, გაგრძელდება თუ არა ეს პროგრამა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური მხარდაჭერა ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (გარდა მოსამზადებელი კურსებისა და სამაგისტრო პროგრამებისა) და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (91/100 ქულა).
ფინანსური დახმარების მისაღებად სტუდენტმა მერიას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება მერის სახელზე
- პირადობის ქსეროასლი
- ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან
- ამონაწერი სტუდენტის საგანმანათლებლო ბარათიდან
- სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები
აქვე დავამატებთ, რომ არსებობს კიდევ ერთი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ობლები (ცალმხრივი, ორმხრივი), რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას სკოლის დამთავრების შემდეგ განაგრძობენ, მუნიციპალიტეტისგან დახმარებას 1,250 ლარის ოდენობით მიიღებენ.
ამ პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარების მისაღებად სტუდენტმა მერიას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები.
- განცხადება მერის სახელზე
- პირადობის ქსეროასლი
- ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან
- მშობლის(ებ)ის გარდაცვალების მოწმობა
- სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები