ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, ასპინძელი სანდრო შემაზაშვილი სოფელი კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდაცვლილი იპოვეს.წერს sknews.ge
გარდაცვალების ფაქტს გვიდასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. მომხდარზე, გამოძიება სსკ–ის 143 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 2–დან 4–წლამდე პატიმროობით.
ოჯახი მას 2 თებერვლიდან ეძებდა როგორც ოჯახის ახლობელმა “სამხრეთის კარიბჭესთან” განაცხადა, სანდრო შემაზაშვილი სახლიდან შუა ღამეს გავიდა.