ნინოწმინდაში, რადიო Nor-მა მოსახლეობასტან ჩაატარა გამოკითხვა იმის გასარკვევად, თუ რამდენად მოქმედებს რძის ფხვნილი ფერმერებისთვის რძის ფასზე.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა რძის ფასების დაცემას უჩივის, რძის ფხვნილი კი პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.
“სოფელში მეცხოველეობა შემცირებულია, შემოსავალი არ არის, თუ ეს გაგრძელდება, მაშინ მესაქონლეობას შევწყვეტთ.” კიდევ ერთმა რეზიდენტმა დაამატა,რომ: “ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ რძის ფხვნილი ძალიან ბევრია. თუ რძის ფხვნილი აღარ იქნება რძის ფასი მოიმატებს.”
“რძის ფხვნილი არის შხამი, რომელსაც ხალხი დღეს იყენებს და ის პირდაპირ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაზე”, – თქვა მკვიდრმა და დაამატა, რომ სუფთა რძე და წყალი იგივე ღირს.
მაღაზიების მონახულების შემდეგ გავარკვიეთ, რა ღირს რძის ფხვნილი მაღაზიებში. აღმჩნდა,რომ 25 კილოგრამი რძის ფხვნილის ღირებულება 200 ლარია,ხოლო 1 კილოგრამი 8 ლარად იყიდება, 1 ლიტრი ძროხის რძე კი 1.30 ლარი ღირს.
უნდა აღინიშნოს, რომ რძის ფხვნილისა და წყლის რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტული პროდუქტის ინსტრუქციებზე. ჩვეულებრივ, ერთი კილოგრამი ფხვნილი დაახლოებით 5 ლიტრ წყალში იხსნება.
მოუსმინეთ მოსახლეობის მოსაზრებებს აუდიოჩანაწერში