საქართველოში ამინდის გაუარესების მიუხედავად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებისკენ მიმავალი ძირითადი გზები ჩაკეტილი არ არის. როგორც რადიო NOR-თან საუბრისას ნინოწმინდის მერიის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა აღნიშნა.
-“დილით შეტყობინება შემოვიდა სოფელ სამებიდან და სოფელ ეფრემოვკიდან, რომ გზები ჩაკეტილი იყო. ადგილზე გაგზავნილმა ტექნიკამ გზები გაწმინდა, და ამომენტისთვის მოძრაობა შეუფერხებლად არის შესაძლებელი.”
შეგახსენებთ,რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით
19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

