სოფელ სათხეში მიუსაფარი ძაღლების პრობლემაა. სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ამ პრობლემით რადიო Nor-ს მიმართა და უთხრა რომ, ქუჩაში ხროვად მოძრავი ძაღლები საფრთხეს უქმნიან ბავშვებს.
სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები რადიო Nor-ს უყვება, რომ უკვე ყოველდღიურობით იქცა ის სურათი, როცა ქუჩაში 7-8 ძაღლისგან შემდგარი ხროვა გადაადგილდება. მისი თქმით, ბავშვებს ეშინიათ გარეთ გასვლა და ვეღარ თამაშობენ თავისუფლად.
-‘’მიუსაფარი ძაღლების ხროვა ხშირად დადის ქუჩებში. 7-8 ძაღლი ერთად დააბიჯებს და ბავშვებისკენ იწევს საკბენად. გარეთ სათამაშოდ ვეღარ გადიან,“ — ამბობს სოფლის მცხოვრები.
მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მოსახლეობა შიშობს, რომ პრობლემის იგნორირება სერიოზულ შემთხვევებამდე მიგვიყვანს.მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გადაუჭრელია და მიუსაფარი ძაღლების საკითხი მთლიანად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისთვისაა აქტუალური. ამ თემაზე რადიო Nor-ს არაერთი მასალა ააქვს გაკეთებული.
ჩვენ მივმართეთ ნინოწმინდის მერიას, რათა გაგვერკვია, ფუნქციონირებს თუ არა მათ დაქვემდებარებაში შესაბამისი სამსახური, რომელიც მიუსაფარ ძაღლებზეა პასუხისმგებელი. მერიის პასუხით გაირკვა, რომ მსგავსი სამსახური არ არსებობს და, შესაბამისად, არც ერთი მუნიციპალური უწყება არ აგებს პასუხს ქალაქში არსებული მიუსაფარი ცხოველების პრობლემაზე.შეგახსენებთ,რომ საქართველოში მიუსაფარი ძაღლების განზრახ მოკვლა კანონდარღვევაა და სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით ისჯება. ეს მუხლი კრძალავს ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობას, მათ შორის განზრახ დაზიანებასა და მოკვლას.