რძე — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის არამომგებიანი შემოსავლის წყაროა.

რძე — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის არამომგებიანი შემოსავლის წყაროა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობაა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს რძის რეალიზაციას, რომელიც სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის ხშირად ერთადერთი სტაბილური შემოსავლის წყაროა.

რადიო NOR-მა გაარკვია, რომ სოფლებში – სპასოვკაში, გორელოვკასა და სათხეში – რძის ფასი კვლავ უცვლელი რჩება და 1 ლიტრი მხოლოდ 1.30 ლარი ღირს. ეს ფასი ვერ ფარავს იმ დანახარჯებს, რაც საქონლის მოვლას, საკვების შეძენასა და შენახვას სჭირდება. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ რძის დაბალი ფასები ნატურალური რძის მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება, რაც ბაზარზე რძის ფხვნილის გავრცელებით არის გამოწვეული.

-” ნატურალურ რძეს ფასი აღარ აქვს. ძროხის შენახვა და მოვლა უფრო მეტი ჯდება, ვიდრე რძის გაყიდვით შემოსავალი. ერთ ძროხას რომ თვეში საძოვარზე გაუშვა, 100 ლარი უნდა. ამ ფასად რომ ვყიდით რძეს, არაფერი გვრჩება“, – ამბობს სოფელ გორელოვკის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ფერმერები ასევე შეშფოთებულები არიან თივის მოსავლის შესახებ არსებული გაურკვევლობის გამო. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ თუ საძოვრების ფასებთან ერთად თივის ფასიც გაიზრდება, მათი საქმიანობა სრულად წამგებიანი გახდება.

მოსახლეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რძის ფასების მკვეთრი ვარდნა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება. ბევრ სოფელში ფერმერები ამ სირთულეების გამო იძულებულნი ხდებიან, გააჩერონ ან შეამცირონ მეცხოველეობაზე მუშაობა.

Падение цен на молоко приводит к разорению сельского хозяйства Ниноцминды