ურნების არ არსებობამ გორელოვკის მიმდებარე ტყის დაბინძურება გამოიწვია

ურნების არ არსებობამ  გორელოვკის მიმდებარე ტყის  დაბინძურება გამოიწვია

სოფელ გორელოვკის მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე, ხის კოტეჯტან ნაგავი მიმოფანტული. დღეს რადიო NOR-ის ჟურნალისტი იმყოფებოდა გორელოვკის ტყეში და ადგილზე სწორედ ასეთი სურათი დახვდა – კოტეჯის გვერდით მიმოფანტულია პოლიეთილენის პარკები, ერთჯერადი პლასტმასის თეფშები და ჭიქები, ხის კარდონი და ცელოფნის პარკებით სავსე ნარჩენები. ტერიტორიაზე ასევე იგრძნობოდა უსიამოვნო სუნი.მთელ ტერიტორიაზე არ დგას არცერთი  ნაგვის ურნა, სადაც შესაძლებელია ნაგვის ნარჩენების გადაგდება.

 

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 7 ივნისს ნინოწმინდის კომუნალურმა სამსახურმა მერიისგან 100 ახალი ნაგვის ურნა მიიღო. ურნების უმეტესი ნაწილი ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩებზე განთავსდა, ნაწილი კი – იმ სოფლებში, სადაც მათი ნაკლებობა იგრძნობოდა. ამასთან, განახლდა ძველი ურნებიც – ნაწილი შეკეთდა, ნაწილი ახალი ჩანაცვლდა.

გორელოვკის ტყის ტერიტორიაზე, სადაც ხის კოტეჯია განთავსებული, ადრე არსებობდა ნაგვის (ძველი) ურნა.

ფოტო აღებულია არქივიდან.

თუმცა ადგილზე მისულებს ის აღარ დაგვხვდა.

რადიო NOR-ის ჟურნალისტმა აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, მნაცაკან ბაბაჯანიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, ნაგვის ურნის არარსებობის მიზეზი რამდენიმე კვირის წინ მომხდარი შემთხვევაა.

„ერთ-ერთი ქეიფის დროს გაურკვეველმა პირებმა ნაგავს ცეცხლი წაუკიდეს და შედეგად ნაგვის ურნა დაიწვა. უკვე შევუკვეთე ახალი ურნა და ველოდები მის ჩამოსვლას,“ – აცხადებს ბაბაჯანიანი.

მისი თქმით, ტერიტორიის სისუფთავეზე კომუნალური სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად ზრუნავენ:

„ყოველდღე ჩვენი ბიჭები მიდიან და ასუფთავებენ ამ ტერიტორიას. უკვე ისიც კი ვიფიქრე, რომ ტყეში გავაკრო პლაკატები, რათა ნაგავი უკონტროლოდ აღარ დაყარონ“, – აღნიშნავს სოფლის წარმომადგენელი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის უფროსი, ანდრანიკ ბდოიანი აღნიშნულ საკითხზე  რადიო NOR-თან საუბრისას ამბობს რომ,მერიისგან ახალ ნაგვის ურნებს ელოდება ამ წლის განმავლობაში,თუმცა თუ ძველი ნაგვის ურნის შეკეთება მოვახერხეთ დროებით მას განვათავსებთ .

ადგილობრივების თქმით, ურნის არქონა ხელს უწყობს ტერიტორიის დანაგვიანებას და საზოგადოებრივ ადგილებში სანიტარული მდგომარეობის გაუარესებას. მათ იმედი აქვთ, რომ შესაბამისი სამსახური დროულად მიიღებს ზომებს და ტყის ტერიტორიაზე ურნას კვლავ დაამონტაჟებს.