სოფელ გორელოვკასთან მდებარე დასასვენებელ ზონაში ნაგვის ურნა დაგეს.

სოფელ გორელოვკასთან მდებარე დასასვენებელ ზონაში ნაგვის ურნა დაგეს.

გუშინ რადიო NOR-ის  ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც სოფელ გორელოვკის მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე არსებული ნაგვის პრობლემას ეხებოდა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური სწრაფად გამოეხმაურა.სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ტყის ტერიტორიაზე, ხის კოტეჯთან მიმოფანტული იყო ნაგავი და ადგილზე არ იდგა არც ერთი ნაგვის ურნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნარჩენების გადაგდება.ურნების არ არსებობამ გორელოვკის მიმდებარე ტყის დაბინძურება გამოიწვია

აღნიშნულ საკითხზე ჩვენ დავუკავშირდით, ნინოწმინდის კომუნალური სამსახურის უფროსს, ანდრანიკ ბდოიანს.ბდოიანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა რომ,  27 მაისის დილით ტყის ტერიტორიაზე ახალ ნაგვის ურნას განათავსებდნენ.

დღეს რადიო NOR-ი ჟურნალისტი კვლავ იმყოფებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და დააფიქსირა, რომ დაპირება შესრულებულია – ადგილზე დგას ახალი ნაგვის ურნა და ტერიტორია, სადაც ნაგავი იყო დაყრილი, უკვე გაწმენდილია.

რადიოNOR-ი კვლავ დაუკავშირდა ანდრანიკ ბდოიანს მადლობის გადასაცემად. ბდოიანი ამბობს რომ -‘ეს ადგილი ტურისტული ზონაა და პირადად ჩემს ინტერესშია, რომ იქ მუდამ სუფთა და მოწესრიგებული გარემო იყოს. ვაკონტროლებთ სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ურნებსაც დავამატებთ. აღნიშნული ურნა ქალაქ ნინოწმინდიდან იქნა გადატანილი. ამ ეტაპზე ველოდებით ახალ ურნებს მერიიდან, რათა საჭირო ადგილებში დავამატოთ ან დაზიანებულები შევცვალოთ.“

იხილეთ აუდიომასალა ნინოწმინდის კომუნალური სამსახურის უფროსი, ანდრანიკ ბდოიანი.

Radio NOR · ნაგვის ურნის პრობლემა გორელოვკის მიმდებარე ტყეში მოგვარებულია