ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აღნიშნული შენობა საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენდა და მას შემდეგ მასშტაბური სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. სოფლის მცხოვრებლებისთვის კულტურის სახლი მნიშვნელოვან სივრცეს წარმოადგენს, სადაც ტარდება სხვადასხვა კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება და სოციალური თავშეყრის აქტივობები.
სავარაუდო შესყიდვის ღირებულება 128 000 ლარიდან იწყებოდა. ტენდერში გამარჯვებული გახდა თბილისური კომპანია „ემკ ჯგუფი“, რომელმაც 116 838 ლარის შეთავაზება გააკეთა. ხელშეკრულება გაფორმდა მიმდინარე წლის 3 აპრილს. რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირას შეადგენს.
116 838 ლარის ფარგლებში უნდა შესრულდეს შემდეგი სამუშაოები: სახურავის დემონტაჟი, შიდა და გარე კედლებიდან ძველი შპალერის მოშლა, ფანჯრების, კარებების, იატაკისა და ბაზალტის ფილების დემონტაჟი, აგრეთვე სამშენებლო ნარჩენების გაწმენდა. ამის შემდეგ სამშენებლო კომპანიამ უნდა გადახუროს სახურავი, შეაშალოს შიდა და გარე კედლები, შეღებოს ფასადი და შიდა კედლები, დაამონტაჟოს კარებები და ფანჯრები, ასევე შეასრულოს საკანალიზაციო და ელექტრომონტაჟის სამუშაოები.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ 2021 წელს სოფელ პოგას კლუბის სახურავის რეაბილიტაციისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 3 000 ლარი.