ფოკაში წმინდა ნინოს შემობრძანების დღე იზეიმეს

ფოკაში წმინდა ნინოს შემობრძანების დღე იზეიმეს

1-ლი ივნისი, რომელიც ზაფხულის პირველ დღეს ემთხვევა, საქართველოში მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია – წმინდა ნინოს შემობრძანების დღე. ამ თარიღს განსაკუთრებული მოწიწებით აღნიშნავენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში. წმინდა ნინოს ჯვართან ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მორწმუნეები შეიკრიბა.

ფარავნის ტბის სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა საზეიმო ღვთისმსახურება, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილი მრევლი და სასულიერო პირები დაესწრნენ. წირვა აღევლინა წმინდა ნინოს ჯვართან – ადგილას, რომელსაც უდიდესი რელიგიური და ისტორიული დატვირთვა აქვს.

დღესასწაულს ესწრებოდნენ სასულიერო პირები მთელი საქართველოდან, ასევე სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის პირები. „ნინოობა“ ფოკაში წლებია, რაც მხოლოდ რელიგიური დღესასწაული აღარ არის – ის იქცა კულტურულ-საზოგადოებრივ ღონისძიებად, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდობას, სულიერებასა და საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას.

ყოველ წელს ზაფხულში დიდი ჯგუფი ახალგაზრდებისა მიემართება საქართველოში ქრისტიანობის განმანათლებლის წმინდა ნინოს განვლილი გზისკვალდაკვალ , რომელიც წოდებულია მოციქულთასწორად.ეს უკვე 36-ე მსვლელობაა — პირველი 1989 წელს გაიმართა. ეს გზა სრულად ემთხვევა იმ მარშრუტს, რომელიც წმინდა ნინომ საქართველოში გაიარა.