ნინოწმინდის მერიამ გარემოს დაცვის სამინისტროს წერილობით მიმართა

ნინოწმინდის მერიამ გარემოს დაცვის სამინისტროს წერილობით მიმართა

ივნისის დასაწყისში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დათვის გამოჩენამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ადგილობრივები შეშფოთებულები აცხადებენ, რომ მტაცებელი თავისუფლად გადაადგილდება ქალაქის ქუჩებში და საფრთხეს უქმნის როგორც მათ, ასევე პირუტყვს.გუშინ ამ თემასთან დაკავშირებით რადიო NOR-ი ნინოწმინდის მერიას დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რა ნაბიჯებს დგამს თვითმმართველობა. მერიაში გვიპასუხეს, რომ ამზადებდნენ წერილს გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის, რათა მათ მოახდინონ  შესაბამისი რეაგირება.

დათვის საშიშროება ნინოწმინდაში – ადგილობრივები გარეთ გასვლას ერიდებიან

დღეს ჩვენ  დავუკავშირდით ნინოწმინდის გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების განყოფილების უფროსს, არმან პოღოსიანს, რათა დაგვეზუსტებინა – განხორციელდა თუ არა ოფიციალური წერილობითი მიმართვა.”-გუშინ ოფიციალურად მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს წერილით. წერილში აღვნიშნეთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დათვი გამოჩნდა, მოსახლეობა შეშინებულია, ასევე დაფიქსირდა შემთხვევები სოფლებში, სადაც პირუტყვს ერჩის. დაველოდებით მათ პასუხს და შესაბამის რეაგირებას,“ – განაცხადა არმან პოღოსიანმა ჩვენთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მტაცებელი მხოლოდ ნინოწმინდაში არ შეუმჩნევიათ,ის  ბოლო დღეების განმავლობაში  ნანახი იქნა სოფლებში სპასოვკა, კატნატუ, ნორაშენი, ეფრემოვკა.საქართველოში დათვის მოკვლა აკრძალულია და ითვალისწინებს სოლიდურ ჯარიმას.