ივნისის დასაწყისში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დათვის გამოჩენამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ადგილობრივები შეშფოთებულები აცხადებენ, რომ მტაცებელი თავისუფლად გადაადგილდება ქალაქის ქუჩებში და საფრთხეს უქმნის როგორც მათ, ასევე პირუტყვს.გუშინ ამ თემასთან დაკავშირებით რადიო NOR-ი ნინოწმინდის მერიას დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რა ნაბიჯებს დგამს თვითმმართველობა. მერიაში გვიპასუხეს, რომ ამზადებდნენ წერილს გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის, რათა მათ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
დათვის საშიშროება ნინოწმინდაში – ადგილობრივები გარეთ გასვლას ერიდებიან
დღეს ჩვენ დავუკავშირდით ნინოწმინდის გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების განყოფილების უფროსს, არმან პოღოსიანს, რათა დაგვეზუსტებინა – განხორციელდა თუ არა ოფიციალური წერილობითი მიმართვა.”-გუშინ ოფიციალურად მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს წერილით. წერილში აღვნიშნეთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დათვი გამოჩნდა, მოსახლეობა შეშინებულია, ასევე დაფიქსირდა შემთხვევები სოფლებში, სადაც პირუტყვს ერჩის. დაველოდებით მათ პასუხს და შესაბამის რეაგირებას,“ – განაცხადა არმან პოღოსიანმა ჩვენთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მტაცებელი მხოლოდ ნინოწმინდაში არ შეუმჩნევიათ,ის ბოლო დღეების განმავლობაში ნანახი იქნა სოფლებში სპასოვკა, კატნატუ, ნორაშენი, ეფრემოვკა.საქართველოში დათვის მოკვლა აკრძალულია და ითვალისწინებს სოლიდურ ჯარიმას.