დღეს, 20 ივნისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ოფიციალურად დაიწყო საბავშვო მოედნის მოწყობის სამუშაოები. თუმცა, პროექტი ითვალისწინებს კეთილმოწყობას არა მხოლოდ სამებაში, არამედ სამ სხვა სოფელშიც — გორელოვკაში, ორლოვკასა და სამებაში. სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და მალე დაიწყება დანარჩენ სოფლებში.
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოებს ასრულებს ინდივიდუალური მეწარმე რაზმიკ ღუმაშიანი, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა 113 726.00 ლარის შეთავაზებით. ტენდერის საწყისი ფასი შეადგენდა 117 500 ლარს. დაფინანსება სრულად ხორციელდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
სამუშაოების ღირებულება ნაწილდება შემდეგნაირად
- სოფელ გორელოვკაში საბავშვო მოედნის ტერიტორიის მოწყობა — 51 772.98 ლარი.
- სოფელ ორლოვკაში საბავშვო მოედნის ტერიტორიის მოწყობა — 20 049.00 ლარი.
- სოფელ სამებაში საბავშვო მოედნის ტერიტორიის მოწყობა — 41 904.02 ლარი.
პროექტის ფარგლებში, სამივე სოფელში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა, მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისი საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შექმნა. სამუშაოების დასრულების ვადა შეადგენს 16 სამუშაო კვირას.