მაწანწალა ძაღლების ახალი თავდასხმები ნინოწმინდაში

მაწანწალა ძაღლების ახალი თავდასხმები ნინოწმინდაში

23 ივნისს, თავისუფლების ქუჩაზე მაწანწალა ძაღლი თავს დაესხა და უკბინა სკოლამდელი ასაკის ბავშვს. ბავშვი წყლის დასალევად შადრევანთან მივიდა, როდესაც ძაღლი გამოეკიდა და უკბინა. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა ვეტერინარმა არტურ მღდესიანმა, რომელიც შემთხვევის დროს იქვე იმყოფებოდა.

რადიო NOR-ში გამოგზავნილ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ესევა ძაღლების ხროვა ღამის საათებში ერთ-ერთ ქუჩაზე გამვლელს. მოქალაქე გადარჩა იმით, რომ მანქანაში იმყოფებოდა.

ნინოწმინდის ცენტრში მაწანწალა ძაღლი ტურისტის მოტოციკლით ავარიის მიზეზი გახდა.20 ივნისს ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა: მოტოციკლისტმა გზაზე მყოფი ძაღლის არიდებას შეეცადა, რა დროსაც მართვა დაკარგა და მოტოციკლი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად რუსი ტურისტი დაშავდა და ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცხოველი შემთხვევის შედეგად არ დაზიანებულა.

В центре города Ниноцминда бродячая собака стало причиной аварии туриста на мотоцикле

მაწანწალა ძაღლების პრობლემა აქტუალურია არა მხოლოდ ნინოწმინდის ქალაქში, არამედ მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. ძაღლები ხშირად ხროვად გადაადგილდებიან და თავს ესხმიან ადგილობრივ მოსახლეობას. როგორც რადიო NOR-ის Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებზე შემოსული მრავალი შეტყობინებიდან ჩანს, მოსახლეობა აქტიურად მოითხოვს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

რადიო NOR-მა სცადა დაკავშირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს , თუმცა ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან პასუხი ვერ მიიღო. თბილისის ცხელ ხაზზე ცენტრში განმარტეს, რომ მაწანწალა ცხოველის თავდასხმის შემთხვევაში პირველ რიგში აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ოჯახის ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას, რათა სპეციალისტებმა შეაფასონ დაზიანების ხასიათი და გადაამოწმონ, ჩატარებული აქვს თუ არა დაშავებულს შესაბამისი ვაქცინაცია.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მაწანწალა ცხოველების პრობლემებზე მუშაობს. შესაბამისად, არ არის არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია მაწანწალა ცხოველების, ძირითადად კი ძაღლების მხრიდან მოსახლეობაზე თავდასხმების ფაქტებზე.გვსურს შეგახსენოთ, რომ მაწანწალა ძაღლების განზრახ მოკვლა საქართველოში წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ის ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული მუხლი კრძალავს ცხოველებთან სასტიკ მოპყრობას, მათთვის განზრახ ზიანის მიყენებასა და მოკვლას.სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და შემაშფოთებელ საკითხად რჩება.