ნინოწმინდის ცენტრალური პარკი ნაწილობრივ ბალახის სქელ საფარშია ჩაფლული, განსაკუთრებით გარკვეული ტერიტორიები, მათ შორის საბავშვო ატრაქციონების გარშემო. ადგილობრივები შიშობენ, რომ დიდ ბალახში შესაძლოა იმალებოდეს სხვადასხვა სახის საშიში მწერები და არა მხოლოდ ისინი.
იმის გამო, რომ ნინოწმინდის ცენტრალური პარკი ბალახით არის გადაჭარბებულად დაფარული, მშობლებს ბავშვების იქ მიყვანის ეშინიათ — მათი თქმით, სქელ ბალახში შესაძლოა იმალებოდეს გველები ან სხვა სახის საშიში მწერები, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვებს.
მიუხედავად იმისა, რომ პარკის გარკვეული მონაკვეთები უკვე მოწესრიგებულია, სხვა ბილიკებზე ბალახის მოჭრა კვლავ საჭიროა. როგორც ნინოწმინდის კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრანიკ ბდოიანმა განაცხადა, სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად მუშაობენ ცენტრალურ პარკში და ეტაპობრივად აწესრიგებენ ტერიტორიას, მათ შორის ბალახს ჭრიან. მან ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოები ტარდება არა მხოლოდ პარკის ტერიტორიაზე, არამედ მიმდებარედაც — კერძოდ, მერიის შენობის მიმდებარედ და პუშკინის ქუჩაზე.
-“პარკის ტერიტორია მთლიანად გაიწმინდება ხვალ ან ზეგ“-ანდრანიკ ბდოიანი, ნინოწმინდის კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი.
გვსურს ავღნიშნოთ,რომ კომუნალური სამსახურის ვალდებულებაში შედის პარკებში ბალახის რეგულარული მოჭრა, ნარჩენებისგან გაწმენდა, გამწვანების მოვლა და პარკების სისუფთავის და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა. ქალაქის მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში ნინოწმინდის ცენტრალური პარკი კვლავ გადაიქცევა სუფთა და კეთილმოწყობილ ადგილად ბავშვებისთვის.