ნინოწმინდაში ალერგიის სეზონი დაიწყო

ნინოწმინდაში ალერგიის სეზონი დაიწყო

„თელის“ ბუსუსების სეზონი, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ალერგიული ფონის მქონე ადამიანებს, ივნისში დაიწყო. ქუჩებში მოფარფატე თეთრი ბუსუსები მხოლოდ თელის  თესლს კი არა, არამედ სხვა მცენარეების მტვერსაც  ატარებს, რაც ალერგიულების მდგომარეობას უფრო ამწვავებს — მათ შორის, ნინოწმინდაშიც.

ექიმ მარი მიქოიანის თქმით, სეზონური ალერგია XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება პოლინოზი — მცენარეთა მტვერზე, მათ შორის თელას ბუსუსზე ალერგიული რეაქცია.სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • ცემინებას,

  • ქავილს,

  • გამონაყარს,

  • თვალებიდან ცრემლდენას,

  • ხველას და ზოგ შემთხვევაში — ანგიონევროზულ შეშუპებას.

მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქცია და ქვინკეს შეშუპება, რაც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

„დამოუკიდებლად განსაზღვრა, რაზე გაქვთ ზუსტად ალერგია — თელას ბუსუსზე, მცენარეთა მტვერზე თუ სხვა ალერგენებზე — რთულია. სიმპტომები ხშირად ერთმანეთს ჰგავს, და ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზების შემდეგ არის შესაძლებელი,“ — განმარტავს ექიმი მიქოიანი.

ალერგიისგან დაცვისთვის ექიმი რეკომენდაციას იძლევა.

  • გარეთ ყოფნისას გამოიყენეთ სამედიცინო ნიღბები და მზის სათვალეები — ისინი ხელს შეუშლიან ალერგენების შეღწევას თვალებსა და სასუნთქ გზებში;

  • შეზღუდეთ ღია სივრცეში ყოფნა თელას ბუსუსის გავრცელების პიკურ პერიოდში;

  • დროებით ამოიღეთ რაციონიდან ის საკვები პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა ძლიერ ალერგენად მოქმედებდნენ (მაგ., თხილი, ციტრუსები, თაფლი და სხვ.);

  • სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი და აუცილებლად მიმართეთ ექიმს — თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული.

თვითმკურნალობა შესაძლოა სახიფათო იყოს, განსაკუთრებით ძლიერი ალერგიული რეაქციის შემთხვევაში. ალერგია შეიძლება ადამიანს ახლდეს წლები,თუმცა სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის შედეგად მისი სიმპტომების შემცირება მნიშვნელოვნადაა შესაძლებელი.

Radio NOR · Ниноцминда страдает от летней аллергии