ნინოწმინდის მერიამ მტაცებელზე გარემოს დაცვის სამინისტროდან წერილობითი პასუხი მიიღო

ნინოწმინდის მერიამ მტაცებელზე გარემოს დაცვის სამინისტროდან წერილობითი პასუხი მიიღო

ივნისის დასაწყისიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა მტაცებელი ცხოველის გამოჩენას განიცდის. ადგილობრივების თქმით, მტაცებელი ძირითადად ღამით ჩნდება  ქუჩებში გადაადგილდება, ნაგვის ურნებთან საკვებს ეძებს. ეს მიუთითებს, რომ ცხოველი მშიერია და  საშიშროებას წარმოადგენს.

ნინოწმინდის გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების განყოფილების უფროსმა არმან პოღოსიანმა გვითხრა, რომ მერიამ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით 11 ივნისს წერილობით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პასუხი კი 5 დღის წინ მიიღეს.

-“გვიპასუხეს, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ნინოწმინდის მიმართულებით იქნება გამოგზავნილი. თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებით არ ვიცით, როდის მოხდება ჯგუფის ჩამოყალიბება და მათი გამოძახება ჩვენს რეგიონში,“ — აღნიშნა არმან პოღოსიანმა.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათგან მივიღეთ განმარტება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცემათ შესაბამისი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მათ ევალებათ შექმნან მონადირეთა ჯგუფები. აღნიშნული ჯგუფების მიზანი და ვალდებულებაა ის მტაცებელი ცხოველი , რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას ან ზიანს აყენებს მას.

ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლება ელოდება ჯგუფის ჩამოყალიბებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საკითხის მოსაგვარებლად.