ნინოწმინდის ცენტრალური პარკი მოაწესრიგეს.

ნინოწმინდის ცენტრალური პარკი მოაწესრიგეს.

ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში ბალახის მოწესრიგების სამუშაოები დასრულებულია. ამ დროისთვის პარკის მთელი ტერიტორია სუფთა და მოვლილია — ბალახი სრულად არის დაჭრილი როგორც ბილიკებზე, ასევე მწვანე ზონებში.

სამუშაოები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალურმა სამსახურმა შეასრულა. უწყების ცნობით, ბალახის გაწმენდა და ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.შეგახსენებთ,რომ კომუნალური სამსახურის ვალდებულებაში შედის პარკებში ბალახის რეგულარული მოჭრა, ნარჩენებისგან გაწმენდა, გამწვანების მოვლა და პარკების სისუფთავის და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა.

ცენტრალური პარკი ნინოწმინდაში ერთ-ერთი მთავარი დასასვენებელი სივრცეა, რომელსაც ყოველდღიურად ასობით მოქალაქე სტუმრობს. მისი სისუფთავე და მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხულის სეზონზე, როცა პარკს აქტიურად იყენებენ როგორც ადგილობრივები, ისე სტუმრები.