ნინოწმინდაში კვლავ გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო აღარ არის. თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
რედაქციის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებზე დამონტაჟებული ყველა ვიდეოკამერა ფუნქციონირებს და აფიქსირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, მათ შორის, მოქმედი ტექნიკური დათვალიერების არქონას.
მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო დღეებში ნინოწმინდელებმა უკვე დაიწყეს ჯარიმების მიღება ტექნიკური დათვალიერების არგავლაზე. არსებული ვითარების გასარკვევად მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ ქალაქში ყველა კამერა მუშაობს და სისტემა ავტომატურად აფიქსირებს როგორც ტექნიკური დათვალიერების არქონას, ასევე სხვა გზის მოძრაობის წესების დარღვევებს.
ტექნიკური დათვალიერების გავლა კვლავ სავალდებულო მოთხოვნად რჩება, მიუხედავად გზების მდგომარეობისა.