ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაიწყო გზის დაგების სამუშაოები, რომელიც მიდის შორეულ სოფელ ახალ ხულგუმოში. იმ მონაკვეთზე, რომელიც ნინოწმინდა–წალკის გზას სოფელ ახალ ხულგუმოსთან (ტამბოვკასთან) აკავშირებს ორმოები აღარ იქნება, როგორც ეს ადრე იყო. სამუშაოებს ასრულებს შპს „ჯავახავტოგზა“.
კომპანიის დირექტორის, ნოდარ ინასარიძის თქმით, მიწისსამუშაოები უკვე დაწყებულია. მისი განცხადებით, გზის მშენებლობა პროექტით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.
ტენდერის საწყისი ღირებულება 6 081 357 ლარი იყო, თუმცა შპს „ჯავახავტოგზამ“ ტენდერში გაიმარჯვა 5 997 000 ლარის შეთავაზებით. აღნიშნულ თანხაში შედის გზის რეაბილიტაცია არა მხოლოდ ახალ ხულგუმოში, არამედ დიდ ხანჩალსა და დილიფშიც. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება.
ახალი გზა ადგილობრივ მოსახლეობას უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებით, ასევე ხელს შეუწყობს მიგრაციის შემცირებას ამ თვალწარმტაცი ადგილებიდან. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მიმართულებით მდებარეობს სოფელი ასპარა, რომელიც საჭირო პირობების არარსებობის გამო მთლიანად დაცარიელდა.