პატარების ორგანიზმში ინფექციური დაავადებები ძალზე ხშირად იჩენს თავს. ინფიცირების მთავარი მიზეზი კი მათი იმუნური სისტემაა, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. შესაბამისად, ზრდასრულებთან შედარებით, ბავშვებში მსგავსი პრობლემების წარმოქმნის ალბათობა საგრძნობლად მაღალია.
ყველა აფთიაქში და მათ შორის პსპ-ს სააფთიაქო ქსელებში, ერთ-ერთ მოთხოვნადი ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალება კლავომედია, რომელიც ბავშვებში ფართოდ გამოიყენება მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გამო.
პრეპარატი წარმოადგენს ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავის კომბინაციას. ამაქსიცილინი ხელს უწყობს ბაქტერიების განადგურებას, ხოლო კლავულანის მჟავა იცავს მას ბაქტერიებისგან გამომუშავებული ფერმენტებისგან (ბეტა-ლაქტამაზებისგან), რომლებიც ანტიბიოტიკის წინააღმდეგ იბრძვიან და მის ეფექტიანობას აქვეითებენ.
როდის და როგორ მოქმედებს პრეპარატი კლავომედი
კლავომედი ხშირად გამოიყენება ბავშვებში ინფექციური პრობლემების სამკურნალოდ, მათ შორისაა:
- სასუნთქი გზების ინფექციები:
- ყურის ინფექციები;
- ცხვირ-ხახის ინფექციები:
- შარდსასქესო სისტემის ინფექციები.
რაც შეეხება პრეპარატის მოქმედებას, იგი მოქმედებს კომბინირებულად და ანადგურებს ბაქტერიებს, ამოქსიცილინისა კლავულანის მჟავის დახმარებით.
ამოქსიცილინი პირდაპირ მოქმედებს ბაქტერიების უჯრედის კედელზე და ხელს უშლის ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს, რის შედეგადაც ბაქტერიები იშლება და ნადგურდება.
კლავულანის მჟავა ბლოკავს ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტის მოქმედებას და ამოქსიცილინს იცავს ბაქტერიებისგან. შედეგად, კლავულანის მჟავა ამოქსიცილინს საშუალებას აძლევს, რომ გაანადგუროს ფერმენტის გამომუშავებული ბაქტერიებიც, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მას.
ამგვარად, პრეპარატის აქტიური ნივთიერების ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავის კომბინაციის დახმარებით მკურნალობას დადებითი შედეგი აქვს.
პრეპარატის გვერდითი ეფექტები
კლავომედმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ბავშვებში. უმეტესად, მისი გვერდითი ეფექტები მსუბუქი და დროებითია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა პაციენტმა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება.
პრეპარატის გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს:
- უმადობას;
- გულისრევას;
- ღებინებას;
- დიარეას.
ასევე, შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, ქავილის და გამონაყარის სახით.
კლავომედის დოზირება და მისი გამოყენების წესი
კლავომედის დოზირება ბავშვებში განისაზღვრება ბავშვის ასაკისა და წონის მიხედვით, ასევე ინფექციის სიმძიმის გათვალისწინებით. უმეტეს შემთხვევაში, ექიმი განსაზღვრავს ზუსტ დოზას, მაგრამ პრეპარატისდოზის ზოგადი რეკომენდაციები ასეთია:
- 12 წლიდან მოზრდილებსა და ბავშვები კლავომედის ჩვეულებრივი დოზა : 500 მგ/125 მილიგრამია, ყოველ 8 საათში ან 875 მგ/125 მგ ყოველ 12 საათში.
- მძიმე ინფექციების შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ უფრო მაღალი დოზის მიღება, მაგალითად : 1000 მგ/125 მგ ყოველ 12 საათში.
კლავომედის დოზა ბავშვის წონის მიხედვით, ამგვარია:
- ბავშვები 40 კგ-ზე ნაკლები წონით: დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 20-40 მგ/კგ დღეში და იგი უნდა გაყოთ 2-3 ნაწილად.
ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-დან 14 დღემდე. თუმცა, შეიძლება ეს პერიოდი შეიცვალოს ექიმის გადაწყვეტილებით, ინფექციის ტიპისა და პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.
აქვე აღვნიშნავთ, მნიშვნელოვანია, რომ კლავომედის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვროს ექიმის მიერ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს გვერდითი ეფექტების რისკი და ბავშვებში უზრუნველყოფილი იყოს ინფექციის სრული განკურნება.