ქალაქ ნინოწმინდაში, ქუთაისისა და სომხეთის ქუჩების კვეთაზე, უკვე ერთი თვეა წყლის გაჟონვა ფიქსირდება. ჩვენს რედაქციას ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე ცხოვრობს და გვთხოვა, პრობლემა საზოგადოებისთვის გაგვეცნო. მისი თქმით, წყალი განუწყვეტლივ იღვრება.
უკვე ერთი თვეა, რაც წყლის უკონტროლო გაჟონვა მიმდინარეობს,“ — აღნიშნავს ადგილობრივი მცხოვრები.
ნინოწმინდის სერვისცენტრში, რომელიც საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგებას ეკუთვნის, ასევე განაცხადეს, რომ აღნიშნული საკითხი მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში არ შედის.
რადიო NOR-მა გაარკვია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები კომპანია შპს „MK-გრუპმა“ ჩაატარა. დაკავშირება კომპანიის წარმომადგენლებთან მოხერხდა. მათი თქმით, წყლის გაჟონვა მათი ბრალეულობით არ მომხდარა.
„ჩვენ ვიყავით აღნიშნულ ადგილას და ყველაფერი შევამოწმეთ. ამ მილს ჩვენ არ შევხებივართ და გაჟონვა ჩვენი ბრალეულობით არ მოხდა. შესაბამისად, პასუხისმგებლობას არ ვიღებთ,“ — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.