ქალაქ ნინოწმინდაში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე №1 და №2 ეზოებში იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტენდერზე შესყიდვის საწყისი თანხა შეადგენს 73 000 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
ტენდერი გამოცხადდა 8 ივნისს, ხოლო წინადადებების მიღება დასრულდება 21 ივლისს.
ამ ეტაპზე აღნიშნულ ეზოებში გადაადგილება განსაკუთრებით წვიმის დროს არის რთული. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასფალტბეტონის საფარის დაგება.