ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. საბჭოთა პერიოდის დროს აშენებულ შენობას მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებია.
შეგახსენებთ,რომ პროექტის განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გახდა კომპანია „ემკ ჯგუფი“, რომელმაც 116 838 ლარის შეთავაზება გააკეთაუნდა.უნდა შესრულდეს შემდეგი სამუშაოები: სახურავის დემონტაჟი, შიდა და გარე კედლებიდან ძველი შპალერის მოშლა, ფანჯრების, კარებების, იატაკისა და ბაზალტის ფილების დემონტაჟი, აგრეთვე სამშენებლო ნარჩენების გაწმენდა. ამის შემდეგ სამშენებლო კომპანიამ უნდა გადახუროს სახურავი, შეაშალოს შიდა და გარე კედლები, შეღებოს ფასადი და შიდა კედლები, დაამონტაჟოს კარებები და ფანჯრები, ასევე შეასრულოს საკანალიზაციო და ელექტრომონტაჟის სამუშაოები.ხელშეკრულება მხარეებს შორის 2025 წლის 3 აპრილს გაფორმდა, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირას შეადგენს.
შენობის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტს თავდაპირველად 128 000 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის სხვა რამოდენიმე სოფელში კულტურის სახლები კვლავ მძიმე მდგომარეობაშია და მათი რეაბილიტაცია გამოწვევად რჩება.