ქალაქ ნინოწმინდაში საქართველოს ბანკის ბანკომატები არ მუშაობს

ქალაქ ნინოწმინდაში საქართველოს ბანკის ბანკომატები  არ მუშაობს

ნინოწმინდაში,  თავისუფლების ქუჩებზე განთავსებული საქართველოს ბანკის ბანკომატი მეორე დღეა არმუშაობს. მოქალაქეები ვერ ახერხებენ თანხის გამოტანას, რაც დისკომფორტს იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს ბანკის ცხელ ხაზს. ოპერატორის თქმით, ხარვეზის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირდა და შესაბამისი ჯგუფი იმუშავებს  ხარვეზის  დადგენაზე. როგორც ბანკში აცხადებენ, მათი მიზანია, ტექნიკური პრობლემა რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას და ბანკომატებმა კვლავ შეუფერხებლად განაგრძონ ფუნქციონირება.

Radio NOR · ქალაქ ნინოწმინდაში საქართველოს ბანკის ბანკომატები დროებით არ მუშაობს