სოფელ გორელოვკაში შიდა გზების ასფალტირების სამზადისი სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ გორელოვკაში შიდა გზების ასფალტირების სამზადისი სამუშაოები მიმდინარეობს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში,სოფელ გორელოვკაში შიდა საუბნო გზების მოასფალტირებისათვის სამზადისი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები  100%-ით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით ფინანსდება.მოასფალტირების სამუშაოებს შპს ,,ჯავახავტოგზა” ახორციელებს.

სოფელ ,, გორელოვკაში ” სოფლის შიდა გზები ცუდ   მდგომარეობაშია

მთლიანი პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 3 475 000 ლარს დღგ-ს გათვალისწინებით, საიდანაც 2025 წელს შესრულდება 1 000 000 ლარის სამუშაოები, ხოლო 2026 წელს – 1 055 000 ლარის მოცულობით. სამუშაოების შესრულების საერთო ვადა განისაზღვრა 20 კვირად, მათგან პირველი ეტაპი — 12 კვირა 2025 წელს, ხოლო მეორე ეტაპი — 8 კვირა 2026 წელს განხორციელდება.

განცხადების ნომერი NAT250005404

პროექტის ფარგლებში მოასფალტდება:

  • სოფელ გორელოვკაში შიდა საუბნო გზების მოასფალტება (მრავალწლიანი შესყიდვა) — 2 055 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
  • სოფელ ეშტიის შიდა საუბნო გზები, რომელთა სავარაუდო ღირებულებაა 1 420 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

როგორც ტენდერული დოკუმენტაციიდან ირკვევა, პირველმა და საბოლოო შეთავაზებამ ტენდერში შეადგინა 3 475 000 ლარი, რაც თანხვედრაშია პროექტის მთლიანი სავარაუდო ღირებულებასთან.