2021 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ნინოწმინდაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ სკვერს – აიოს კართლოსის პარკს, ცენტრალურ პარკს და კულტურის ცენტრის ეზოს. ამავე პროექტის ფარგლებში განახლდა ქალაქის შადრევანიც.თუმცა, მიუხედავად დასრულებული რეაბილიტაციისა, შადრევანი დღემდე არ ფუნქციონირებს.
ჩვენმა რედაქციამ ნინოწმინდის მერიას კითხვით მიმართა — იმუშავებს თუ არა შადრევანი ზაფხულში? მერიაში განმარტავენ, რომ შადრევნის გაუქმიანების მიზეზი ქალაქში წყლის დეფიციტია.