ნინოწმინდაში ქვეითებს საპატრულო პოლიცია აფრთხილებს

ნინოწმინდაში ქვეითებს  საპატრულო პოლიცია აფრთხილებს

ნინოწმინდაში, ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ  ქვეითებს არასწორი გზის გადაკვეთის გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. მოქალაქეების თქმით, ქალაქში არ არსებობს ზებრა გადასასვლელი, რის გამოც ავტომობილები ხშირად არ აჩერებენ მოძრაობას ქვეითებისთვის, რადგან შესაბამისი მონიშვნა არ ჩანს.

აღნიშნულ საკითხზე  საპატრულო პოლიციის ერთიან მომსახურების ცენტრს მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მსგავს ვითარებაში დაჯარიმდება, მას შეუძლია ჯარიმა ქალაქ ახალციხეში გაასაჩივროს.

რაც შეეხება ზებრა გადასასვლელების მონიშვნის საკითხს, უწყებაში განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით პასუხისმგებელია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქალაქის გამგეობა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც არსებული ზებრა გადასასვლელების მონახაზების აღდგენას, ისე ახალი გზების მონიშვნას, რათა მომავალში მსგავსი პრობლემები თავიდან იქნას აცილებული.

Radio NOR · ნინოწმინდაში ქვეითებს საპატრულო პოლიცია აფრთხილებს