ნინოწმინდიდან სომხეთის საბაჟოს მიმართულებით ბეტონის ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს

ნინოწმინდიდან სომხეთის საბაჟოს მიმართულებით ბეტონის ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს

როგორც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მუშამ გვითხრა, სამუშაოები მაღალი ძაბვის ქსელზე მიმდინარეობს ENERGO-PRO JEORJIA-ს დაკვეთით.

-“სოფლებში ძაბვის ხშირი ვარდნის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება არ არის საკმარისი. ახალი ხაზებით ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. სწორედ ამიტომ გაგვყავს მაღალი ძაბვა – რომ სიმძლავრე საკმარისი იყოს.“

პროექტის ფარგლებში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები უნდა გაკეთდეს, რაც ადგილობრივ სოფლებში სტაბილური ელექტრომომარაგების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩვენ ENERGO-PRO JEORJIA-ს  წერილობით მივმართეთ. პასუხს ჩვენს ვებ გვერდზე ka.nor.ge განვათავსებთ.