შესაძლებლობა ნინოწმინდის ახალგაზრდებისთვის. ინგლისურენოვანმა ბანაკმა დაიწყო

შესაძლებლობა ნინოწმინდის ახალგაზრდებისთვის. ინგლისურენოვანმა ბანაკმა დაიწყო

ნინოწმინდაში 18.08.2025 დან დაიწყო ახალგაზრდული ბანაკი ინგლისურ ენაზე “Youth Camp& EFL Teacher Training in Georgia 2025”, სადაც ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა განავითარონ როგორც ენობრივი, ასევე სხვა მნიშვნელოვანი  უნარები. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა პროექტის ორგანიზატორმა, მარიამ ქერფაიმ, ეს არის „ცხოვრებისეული უნარების“ ბანაკი და მისი მიზანია ჯგუფურ მუშაობაზე, კომუნიკაციაზე, ლიდერობასა და ემოციურ კეთილდღეობაზე მსჯელობა და ეს ყველაფერი ინგლისურ ენაზეა, რომელიც ეხმარება ბავშვებს ენის გაუმჯობესებაში. ასევე ახალი გაცნობები და დროის პროდუქტიულად გატარება.

პროექტი დაფუძნებულია შეერთებული შტატების გრანტის მიერ

პროექტი  არის 2 ნაწილად გაყოფილი:

  1. ახალგაზრდული ბანაკი არის 2 ეტაპად გაყოფილი: პირველი კვირა- 20 ახალგაზრდა, მეორე კვირა- სხვა 20 ახალგაზრდა
  2. პროფესიული განვითარების ვოორქშოპი ნინოწმინდის ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის, რომელიც მოიცავს ექსპერტების გამოსვლასაც სხვადასხვა დარგში

ბანაკი განკუთვნილია 13-17 წლის ასაკის ბავშვებისთვის, სადაც სოფლებიდანაც არიან ჩამოსულნი.

ბანაკი იწყება 10 საათზე და მთავრდება 3ზე. დღის განმავლობაში ბავშვებს აქვთ სადილი. ბანაკი ასევე მოიცავს მოგზაურობას ვარძიაში.

Radio NOR · შესაძლებლობა ნინოწმინდის ახალგაზრდებისთვს. ინლისურენოვანმა ბანაკმა დაიწყო 1_mixdow