შეიტანე თანხა საბანკო ანგარიშზე სომხური მენიუს დახმარებით

შეიტანე თანხა საბანკო ანგარიშზე სომხური მენიუს დახმარებით

თიბისი ფეის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს ახალი ფუნქციონალი დაემატამომხმარებლებს აპარატით სარგებლობა უკვე სომხურ ენაზე შეუძლიათ. აღნიშნული ცვლილების შემდეგ სომხურად მოსაუბრე მომხმარებლებისთვის თვითმომსახურების ტერმინალით სარგებლობა გაცილებით მარტივი გახდა

 

სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ერთერთი ყველაზე პოპულარული კატეგორია არის ბანკები და სხვა ფინანსური მომსახურება, რომელიც აერთიანებს ბანკების, მიკროსაფინანსოების, სესხის გამცემი სუბიექტებისა, დაზღვევის სერვისებს და სხვა ფინანსური ორგანიზაციების გადახდის სერვისებს.

 

მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა როგორც თიბისი ბანკის, ისე სხვა ბანკების ანგარიშებზე შეიტანონ თანხა. ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია ლარში, დოლარსა და ევროში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სჭირდება მრავალვალუტიანი გადახდები. პროცესი მარტივია: ირჩევ შესაბამის კატეგორიას, გადიხარ იდენტიფიკაციას, შეგყავს მონაცემები და რიცხავ თანხას.

 

გადახდის დასრულების შემდეგ ტერმინალი გთავაზობს ქვითარსსურვილის მიხედვით შეგიძლია მიიღო ბეჭდური ქვითარი ან SMS ფორმატით. ეს დოკუმენტი გადახდის ოფიციალურ დამადასტურებლად ითვლება და ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან აცილებაში გეხმარება.

 

სომხურ მენიუში გადასვლა ძალიან მარტივიატერმინალთან მისვლისას საკმარისია, ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ენების ღილაკზე დააჭირო და აირჩიო სომხური. ამის შემდეგ ტერმინალის ყველა სექცია სომხურ ენაზე გამოჩნდება და შეგიძლია შეუფერხებლად ისარგებლო შენთვის საჭირო მომსახურებით. განახლებული სერვისი უკვე ხელმისაწვდომია როგორც თიბისი ბანკის ფილიალებში განთავსებულ აპარატებზე, ისე ათეულობით სხვა ლოკაციაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.