მრგვალი ტბის წყლის დონემ, რომელიც ქალაქ ნინოწმინდასა და სოფელ დიდ ხანჩალს შორის მდებარეობს, ბოლო თვეებში საგრძნობლად დაიწია. გარდა ამისა, ტბის გარშემო დაგროვილია ადგილობრივების მიერ დატოვებული ნარჩენები, ხოლო წყალი ამღვრეულა და ჭაობიანი.
2024 წლის 19 ივლისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ გახსნა სპეციალური წყალსაშვები არხი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, რის შემდეგაც ტბაში წყლის შემოდინება კვლავ განახლდა და წყლის დონემ ნელ-ნელა დაიწყო მატება.
მრგვალ ტბაში წყლის დონე მატულობს [ფოტო-ვიდეო]
ჩვენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის მელიორაციის სამსახურის უფროსს, გიორგი აზირაშვილს ვესაუბრეთ, რათა გაგვეგო, იგეგმება თუ არა წელს ტბისთვის წყლის მიწოდება.
„ნინოწმინდის მერიამ ჩვენ ტბაში წყლის კვლავ მიწოდების თხოვნით მოგვამრთა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მთელ მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დეფიციტი იგრძნობა, ჩვენ მაინც უზრუნველყოფთ საჭირო წყლის მოცულობის მიწოდებას ტბაში.“ — განაცხადა გიორგი აზირაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მრგვალი ტბა ნინოწმინდაში ერთ-ერთ პოპულარულ რეკრეაციულ სივრცეს წარმოადგენს. აქ ხშირად მოდიან სუფთა ჰაერზე სასეირნოდ და დასასვენებლად.