მოსახლეობა ეჭვობს, რომ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და სხვა შინაურ ცხოველებში გავრცელებული დაავადება თურქული (დაავადებაა). მუნიციპალიტეტში ცხოველების უმეტესობა ავადაა და კვდება. სოფლების მაცხოვრებლები ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდებიან – სულ მცირე, კარანტინს ან სხვა ზომებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, სადაც ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა, უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს თავისი პირუტყვის გადარჩენას. დაავადება, რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია, სწრაფად ვრცელდება და მხოლოდ პირუტყვს არ აზიანებს: ღორებიც და ქათმებიც ავადდებიან.
სოფლებში, სადაც დაავადება განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა, ხალხი ამბობს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რა სახის დაავადებაა ეს და არავინ იცის, როგორ ებრძოლოს მას.
ზოგი თვლის, რომ ეს თურქული (დაავადებაა), ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ეს სხვა უფრო მძიმე დავადებაა. სოფელ სათხაში ეჭვობენ, რომ წყალი, რომელსაც ცხოველები სვამენ, ინფიცირებულია.
ადგილობრივი მოსახლეობა სიტუაციას საშიშს უწოდებს: მათი ძირითადი შემოსავალი დამოკიდებულია პირუტყვზე, რძესა და რძის პროდუქტებზე. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ დიდ თანხებს ხარჯავენ მედიკამენტებზე, მაგრამ არაფერი შველის.
უფრო დეტალური ინფორმაცია მივიღეთ სხვადასხვა სოფლის მოსახლეობისგან: