უკვე რამდენიმე წელია, რაც მდინარე აგრიჩაის საკითხი აქტუალურ პრობლემად ითვლება ნინოწმინდაში. კარტოფილის, პომიდვრის და სხვა საკვების ნარჩენები, სათამაშოები, პლასტიკური ბოთლები და მრავალი სხვა, გაჭედილია ჰაიოს ქართლოსის ქუჩის გვერდით არსებულ მდინარეში
„ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა. ადრე ხალხმა რაღაცნაირად ასუფთავებდა ბაღის ინვენტარებით. ახლა შეუძლებელია, მეტი ჭუჭყია. ხალხი ვინც ცხოვრობს ზემოთ (ჩოჩაშენის მზარე) ისვრიან კარტოფილი, პომიდორი და სხვა ნარჩენი. ეს ყველაფერი მოდის ჩვენსკენ (ჰაიოს ქართლოსის ქუჩა) და იჭედება. ნაგვის ურნები დგას გვერდით, რატომ ისვრიან წყალში. სუნი ერთის მხრივ, ხედი მეორეს. ადრე აქ ძალიან სუფთა წყალი იყო, ხალხი ცურავდა. ახლა კი ასეთი მდგომარეობაა“- ამბობს მოქალაქე
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის დირექტორი ანდრანიკ ბდოიანი ამბობს: „ჩვენ ვასუფთავებთ რამდენადაც შესაძლებელია. სპეციალური ტექნიკაა საჭირო ამ მდინარის დასუფთავებისთვის. უბრალოდ ჩევნი მიწოდებაა მოსახლეობისთვის არ დააბინძურონ“
მდინარე აგრიჩაის პრობლემა კვლავ აქტუალურია: რეგულარული გაწმენდის მიუხედავად, მოსახლეობის მიერ ნაგვის ჩაყრამ მდინარე საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელად აქცია
აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ყოველ ადამიანის პასუხისმგებლობაა იზრუნოს მასზე.