გადაიხადე 1000-მდე სერვისი თიბისი ფეის სწრაფი ჩარივხვის აპარატებიდან

გადაიხადე 1000-მდე სერვისი თიბისი ფეის სწრაფი ჩარივხვის აპარატებიდან

თიბისი ფეის სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ყოველდღიურად ათასობით ადამიანს უმარტივებს გადახდების პროცესს. თიბისი ფეის საშუალებით შესაძლებელია განსხვავებული სერვისების გადახდა –  თანხის ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე, მობილური ბალანსის შევსება, სახელმწიფო სერვისების და სხვა 1000-მდე სერვისის გადახდა.

წარმოიდგინე, ერთი აპარატით შეგიძლია გადაიხადო კომუნალურები, შევსო მობილური ბალანსი, დაფარო საუნივერსიტეტო გადასახადი, შეიტანო თანხა საბანკო ანგარიშზე, დაფარო ჯარიმა ან სხვა გადასახადიყველა ეს ოპერაცია ერთი აპარატითაა ხელმისაწვდომი და არ მოითხოვს განსაკუთრებულ დროს ან ძალისხმევას.

თიბისი ფეის ტერმინალები განთავსებულია როგორც თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე უბნის მაღაზიაებთა, სავაჭრო ცენტრებში, აფთიაქებთან და სხვა საჯარო სივრცეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი სერვისის მიღება სახლთან ახლოსაც შეგიძლიამაშინ, როცა შენ გინდა.

ოპერაციის დაწყება ყოველთვის მარტივი, ავტომატურად ქართული მენიუ არის ჩართული, თუკი სხვა ენაზე გსურს აპარატის გამოყენება ირჩევ სასურველ ენას, ირჩევ მომსახურებას, შეიყვან საჭირო მონაცემებს და ასრულებ გადახდას. თითოეული ნაბიჯი თანმიმდევრულადაა მოწოდებული ეკრანზე და თუ მაინც დაგჭირდება ქვითარიაპარატი შენს სურვილზე დაყრდნობით ბეჭდურ ან SMS ვერსიას შემოგთავაზებს.

თიბისი ფეის ტერმინალი არ არის უბრალოდ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიეს არის სივრცე, სადაც ფინანსურ საკითხებს საკუთარი ტემპით და მინიმალური ძალისხმევით აგვარებ.