ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ნინოწმინდაში და ზოგადად საქართველოში ვრცელდება ინტიმური ფოტო/ვიდეო მასალები. ეს ფაქტი ფიქსირდება არა მხოლოდ ახალგაზრდებში, არამედ ზრდასრულებშიც.
აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157(პირველი) მუხლით კრიმინალიზებულია პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი დასჯადად აცხადებს ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა – პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა და სანქციის სახედ აწესებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დასჯადია პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით და სასჯელის სახედ განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
(მთავარი ფოტო-ინტერნეტიდან)