ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 31 სოფელია. მათგან 8 დღემდე გაზიფიცირებული არ არის.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რვა სოფელი, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიეწოდება გაზი, ზღვის დონიდან 1980-2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი პრობლემა ბუნებრივი აირის არარსებობაა.
2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარია გათვალისწინებული სოფელ გორელოვკასა და ორლოვკის გაზიფიკაციისთვის.
იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების პროექტი, ვესაუბრეთ SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის დირექტორს ვრეჟ ბერიკიანს.
SJGC-ის დირექტორის თქმით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასთან არანაირი შეთანხმება და მემორანდუმი არ არსებობს, მხოლოდ ის ვიცით, რომ 600 000 ლარია გათვალისწინებული. 2022 წელს ორი სოფლის, ორლოვკასა და გორელოვკას გაზიფიცირების პროექტი უკვე მზად არის. ყველაფერი უკვე მომზადებულია და ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოები წელს დაიწყება. შესაბამისი აღჭურვილობა უკვე შეძენილია. პროექტი მზადაა და სავარაუდო თანხა 1 500 000 ლარია. გაზსადენ სისტემას სოფელ ეშტიიდან სათხე – ნინოწმინდა – ორლოვკა – გორელოვკის მიმართულებით გაიყვანენ.
SJGC-ის დირექტორმა ასევე დაამატა, რომ იგეგმება სხვა სოფლების გაზიფიცირება, თუმცა წელს მხოლოდ ორი სოფელია გათვალისწინებული, თუ ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლის. იმას, თუ როდის დაიწყება სამუშაოები სოფლების გაზიფიცირებაზე, დეტალურად მოგახსენებთ შემდეგ მასალებში.
ამის შესახებ დაწვრილებით გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC-ის დირექტორმა ვრეჟ ბერიკიანი გვესაუბრა.
როგორც სოფელ ჟდანოვის მოსახლეობა ამბობს, სოფლების გაზიფიცირებას რვა წელზე მეტია ელიან, მაგრამ აქამდე დაპირება არ შესრულებულა. ზამთრის გადატანა კი ბევრად უფრო რთულდება და ძვირი ჯდება.
სოფლებში ბუნებრივი აირის არარსებობის გამო, ზაფხულში მოსახლეობა აქტიურად იწყებს ზამთრის პერიოდისთვის საწვავის გამზადებას.
სამველ არაკელიანის თქმით, წივის გაშრობა წამებაა. გვინდა, რომ ბუნებრივი აირი ჩვენს სოფელშიც დამონტაჟდეს. გაზის უქონლობის გამო ღუმელებს თითქმის მთელი წელი ვანთობთ საჭმლისა და ყველის მოსამზადებლად, პურის გამოსაცხობად.
გაზიფიცირება არა მხოლოდ გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, არამედ ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
“მოგვეცით მეცხოველეობით დაკავების საშუალება” – ს. ფოკის მოსახლეობა